Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=712936&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების წარმომადგენელი
მომწოდებელი: Welt
გამოქვეყნდა: 07 აპრილი / ბოლო ვადა: 07 მაისი
კომპანია "Welt" არის მაღალი ხარისხის MEP მასალებისა და აქსესუარების სანდო იმპორტიორი და დისტრიბუტორი საქართველოში. წლების განმავლობაში დაგროვილი ექსპერტული ცოდნითა და საიმედო გუნდით, ჩვენ უზრუნველვყოფთ როგორც კომპანიების, ისე კერძო სექტორის მომარაგებას მრავალფეროვანი MEP მასალებით.

"ველტი" ახორციელებს ელექტრო, მექანიკური, წყალგაყვანილობისა და სახანძრო სისტემების პრემიუმ პროდუქციის იმპორტს და ამარაგებს უკვე 100-ზე მეტ კორპორაციულ კლიენტს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ფორმატი: სრული, კვირაში 5 დღე, 10:00-19:00
** სამუშაო ადგილი: თბილისი, სტანისლავსკის N1
** ექვემდებარება: კომერციულ ხელმძღვანელს

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:

** მომხმარებლის მოთხოვნების ანალიზი და შესაბამისი პროდუქტების შეთავაზება, მიწოდების უზრუნველყოფა;
** მომხმარებლის საჭიროებების დადგენა;
** მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია (შეხვედრები, პრეზენტაციები და ა.შ);
** მომხმარებლებთან ხელშეკრულების პირობების შეთანხმება;
** ახალი მომხმარებლების მოძიება და არსებულ მომხმარებლებთან;
** გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნებაზე ზრუნვა;
** პროდუქციის ვიზუალური, მისი თვისობრივი მახასიათებლების და მიზნობრივი სეგმენტის შესწავლა;
** პროდუქციის სწორად პოზიციონირება ბაზრის კონკრეტულ სეგმენტზე;
** კლიენტისთვის სიახლეების შეთავაზება;
** გაყიდვების გეგმის შესრულება;
** გაყიდვების შემდგომი სერვისის კოორდინაცია;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
** ბაზრის შესწავლა და ინფორმაციის შეგროვება;
** ხელშეკრულების შედგენა ხელმძღვანელთან ერთად და გადახდის პირობების შესრულებაზე კონტროლი;
** KPI-ის თითოეული პარამეტრის შესრულება დადგენილ მინიმალურ (70%) ზღვარზე;
** CRM პროგრამაში მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (უმაღლესი განათლება, სასურველია გაყიდვების ან ბიზნესის მიმართულებით);
** გამოცდილება არ არის აუცილებელი;
** უცხო ენები: ინგლისური, (რუსული ჩაითვლება უპირატესად)

პროფესიული უნარები:

** ეფექტური გაყიდვების წარმოების უნარი;
** მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვის უნარი;
** ანალიზის და სწრაფი, ლოგიკურად აზროვნების უნარი
** სწორი, გამართული მეტყველების უნარი;
** პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
** თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა;
** ბიზნესისადმი ერთგულება;
** ორგანიზებულობა;
** მენეჯერული მახასიათებლები;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შედეგებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@welt.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია