Робота для біженців з України
უფროსი არქიტექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი არქიტექტორი
მომწოდებელი: მუნიციპალური განვითარების ფონდი
გამოქვეყნდა: 07 აპრილი / ბოლო ვადა: 19 აპრილი
სსიპ "საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი" აცხადებს კონკურსს პროექტების დაგეგმვისა და შეფასების დეპარტამენტის უფროსი არქიტექტორის ვაკანტურ პოზიციაზე.

ინფორმაცია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://mdf.org.ge ან Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/mdf.org/

ვაკანტური პოზიცია: 6 ერთეული;
სამუშაო ადგილი: ქალაქი თბილისი;
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00, სრული განაკვეთი (შრომითი ხელშეკრულება);
ანაზღაურება: 4960 ლარი;
დამატებითი ბენეფიტი: სატელეფონო ლიმიტი.

ფუნქციები და მოვალეობები:

** კომპეტენციის ფარგლებში, პროექტების დაგეგმვისა და შეფასების დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის განხილვა, საპასუხო კორესპონდენციის მომზადება;
** კომპეტენციის ფარგლებში, კონკრეტული პროექტების განხორციელების ტექნიკური მიზანშეწონილობის შეფასება;
** კომპეტენციის ფარგლებში, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო მომსახურების შესყიდვისა და სამშენებლო ტენდერებისათვის ტექნიკური დავალებებისა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
** კომპეტენციის ფარგლებში, წარმოდგენილი პროექტების არქიტექტურული ნაწილის (გრაფიკული მასალა, საპროექტო გადაწყვეტები, ტექნიკური სპეციფიკაციები, სამუშაოების მოცულობების უწყისები, სატენდერო/საკონკურსო მასალები და სხვა) განხილვა და შეფასება. შენიშვნების, რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადება;
** კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლობა კონკრეტული პროექტების მიმწოდებლებთან (კონსულტანტებთან), შესრულებული საკონსულტაციო მომსახურების ტექნიკური დავალებით მოთხოვნილი მოცულობის და ხარისხის კონტროლი და მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტების დადასტურება;
** საჭიროების შემთხვევაში, პროექტების განხორციელებისას წამოჭრილი საინჟინრო-ტექნიკური საკითხების განხილვა და სამშენებლო კონტრაქტებში შესატანი შესაძლო ცვლილებების ტექნიკური შეფასება;
** კომპეტენციის ფარგლებში, ურთიერთობა პროექტში ჩართულ დაინტერესებულ მხარეებთან (მუნიციპალიტეტები, კერძო სექტორი, კონსულტანტები, კონტრაქტორები და სხვა ორგანიზაციები);
** ფონდის ხელმძღვანელობის დავალებით სხვადასხვა კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობა;
** ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, მისი მოადგილეების, დეპარტამენტის და ჯგუფის უფროსების სხვა დავალებათა შესრულება;
** დეპარტამენტის და ჯგუფის უფროსებთან ანგარიშგება ფონდში დადგენილი პროცედურების შესაბამისად.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება არქიტექტორის სპეციალობით.
** სამუშაო გამოცდილება - 5 წელი
** კანდიდატს უნდა გააჩნდეს უმაღლესი განათლება არქიტექტორის სპეციალობით.
სამუშაო გამოცდილება 5 წელი, აქედან მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება შენობა-ნაგებობების არქიტექტურული პროექტების შეფასებაში, პროექტირებაში და/ან განხორციელებაში;
** გამოცდილება სამშენებლო-საპროექტო ნორმებისა და წესების გამოყენებაში; სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო დონორების დაფინანსებული პროექტების განხორციელებაში;
** Revit-თან და BIM-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები:

** საოფისე პროგრამები: MS Word, Excel, PowerPoint, Outlook, Gmail,
** ArchiCAD, AutoCAD.

ენები:

ენა, წერითი უნარები, მეტყველება:

** ქართული - C1 C1
** ინგლისური - B2 B2

საკონკურსო მოთხოვნები:

** საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი
** საქართველოს კანონი "შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ";
** საქართველოს კანონი "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ";
** "მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილება;
** "ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261 დადგენილება;
** "ტექნიკური რეგლამენტის − შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილება;
** "ტექნიკური რეგლამენტი - "მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების" დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 დეკემბრის №732 დადგენილება;
** "შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2021 წლის 13 ივლისის №354 დადგენილება;
** საქართველოს კანონი "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ";
** "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ";
** საქართველოს კანონი "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ".

პროფესიული უნარები:

** სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

კანდიდატმა კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ქართულ ენაზე შედგენილი რეზიუმე (CV) უნდა გამოაგზავნოს (hr.gov.ge-ს ფორმატში) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი PDF ფაილით (PDF ფაილის დასახელება: CV- სახელი და გვარი (ქართული ფონტით)) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@mdf.org.ge და subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "უფროსი არქიტექტორი".

კონკურსის ეტაპები:

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად - განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება.
წარმოდგენილი რეზიუმეების გადარჩევის შემდგომ, პირველ ეტაპზე წარმატებულ კანდიდატებთან გასაუბრება იგეგმება მიმდინარე წლის 24 აპრილს და შერჩეული კანდიდატები ვაკანტურ პოზიციებზე დაინიშნებიან 2026 წლის 1 მაისიდან.

არასრულყოფილად ან/და დადგენილი მოთხოვნის დაცვის გარეშე წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.

ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

საკონტაქტო პირი (+995) 577 07 05 15 - თამარ სარაჯიშვილი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე