Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=712877&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: BYD Motors
გამოქვეყნდა: 06 აპრილი / ბოლო ვადა: 06 მაისი
კომპანიის შესახებ:

"BYD (Build Your Dreams)" მსოფლიო ლიდერი ტექნოლოგიური გიგანტი და ელექტრომობილების მწარმოებელი #1 ბრენდი, რომელიც ორიენტირებულია ეკოლოგიური და ინოვაციურ მომავალი მომავლის შექმნაზე. "BYD Motors Georgia"-ს გუნდში ვეძებთ ენერგიულ, შედეგსა და განვითარებაზე ორიენტირებულ პროფესიონალებს.

ვაკანსია: გაყიდვების კონსულტანტი / Showroom Manager
ლოკაცია: თბილისი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომსახურება: შოურუმში შემოსული სტუმრების მაღალკვალიფიციური მიღება, ბრენდის ღირებულებების გაზიარება და სრულყოფილი კონსულტაცია.
** პროდუქტის ექსპერტიზა: ავტომობილების ტექნიკური მახასიათებლების, უპირატესობებისა და ინოვაციური სისტემების დეტალური პრეზენტაცია.
** გაყიდვების ციკლის მართვა: პოტენციური კლიენტების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება და გაყიდვების სრული პროცესის ადმინისტრირება.
** CRM და რეპორტინგი: მომხმარებელთა ბაზის მართვა, გრძელვადიანი ლოიალობის ჩამოყალიბება და შესრულებული სამუშაოს ანალიზი.
** მარკეტინგული ჩართულობა: ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი და გაყიდვების სტიმულირებისთვის ახალი იდეების გენერირება.
** მიზნების მიღწევა: კომპანიის მიერ დადგენილი გაყიდვების გეგმების შესრულება და ბრენდის ცნობადობის გაზრდაზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: სასურველია უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან მენეჯმენტის მიმართულებით).
** გამოცდილება: მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვებში (ავტოინდუსტრიაში ან პრემიუმ სეგმენტთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად).
** ენები: ქართული ენის სრულყოფილი ფლობა; ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე); რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება პლუსად.
** MS Office პროგრამების (განსაკუთრებით Excel) და CRM სისტემებთან მუშაობის უნარი.
** მართვის მოწმობა: B კატეგორიის მართვის მოწმობა (სავალდებულოა).

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის, დარწმუნებისა და მოლაპარაკების წარმართვის გამორჩეული უნარი.
** სტრესულ სიტუაციაში ორიენტაციისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** ანაზღაურება: კონკურენტუნარიანი ფიქსირებული ხელფასი + მოქნილი ბონუსური სისტემა (Limitless commission).
** სამუშაო გარემო: თანამედროვე, ტექნოლოგიური და მეგობრული ატმოსფერო.
** განვითარება: პროფესიული ტრენინგები და საერთაშორისო სტანდარტების გაცნობის შესაძლებლობა.
** კარიერა: რეალური შანსი გახდეთ გლობალური ბრენდის წარმატების ნაწილი საქართველოში.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV (ფოტოსურათით) ელექტრონულ მისამართზე: info@bydgeorgia.ge. მნიშვნელოვანია: სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "Sales Manager / Showroom Manager".

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია