|
დასახელება:
ქოლცენტრის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
კონტაქტჰოუმი
|
|
გამოქვეყნდა: 06 აპრილი
/ ბოლო ვადა: 04 მაისი
|
"Kontakt"-ი არ არის უბრალოდ ტექნიკის მაღაზია — ეს არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი!
ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს 30-ზე მეტ გიგანტთან (Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony, Hoffmann და სხვა).
უკვე 250-მდე პროფესიონალი ქმნის ჩვენს წარმატებას და ჩვენი ზრდის ტემპი არ ჩერდება.
ჩვენ არ ვეძებთ უბრალოდ თანამშრომლებს, ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს, რომელთა პიროვნულ და კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.
ძირითადი მოვალეობები:
** ქოლცენტრის ოპერატორების მომსახურების ხარისხის კონტროლი;
** ქოლცენტრის მომსახურების სტანდარტების გაუმჯობესება/დანერგვა და დაქვემდებარებული პერსონალის სწავლება;
** შემომავალი და გამავალი სატელეფონო ზარების მონიტორინგი;
** საინფორმაციო სამსახურის გამართული და ეფექტური მუშაობისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება/დანერგვა;
ჩვენს გუნდში ვეძებთ ქოლ-ცენტრის მენეჯერს, რომელსაც აქვს:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ქოლ-ცენტრში მუშაობის გამოციდლება;
** MS Office პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა რუსული/ინგლისური სასაუბრო დონეზე;
** გუნდის მართვის გამოცდილება;
რატომ უნდა შემოგვიერთდე? ჩვენ ვაფასებთ შენს დროს და შრომას:
** გრაფიკი: 10:00-19:00, შაბათი და კვირა დასკვენება;
** ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე;
** ჯანმრთელობა: კორპორატიული დაზღვევა შენთვის და შენი ოჯახისთვის (ინდივიდუალური და საოჯახო);
** აქტიური ცხოვრება: Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
** მეტი დასვენება: წელიწადში 3 დამატებითი, ანაზღაურებადი Day Off;
** განვითარება: კარიერული წინსვლისა და დაწინაურების ხელშეწყობა.
მზად ხარ ახალი გამოწვევისთვის? გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე (CV) მისამართზე: CV@kontakt.ge. გთხოვთ, სათაურის ველში ("Subject") აუცილებლად მიუთითოთ: "ქოლცენტრის მენეჯერი"
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 4 მაისი, 2026.
გისურვებთ წარმატებას!
** * მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
|
|
|
|