Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=712791&print=yes&view=jobs
 
ინტერიერის დიზაინერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინტერიერის დიზაინერი
მომწოდებელი: FK Development
გამოქვეყნდა: 06 აპრილი / ბოლო ვადა: 06 მაისი
"FK Development" ეძებს ინტერიერის დიზაინერს პროექტისთვის Tonino Lamborghini Tower Batumi.

თუ გსურთ იმუშაოთ საერთაშორისო დონის ბრენდთან და შექმნათ პრემიუმ კლასის საცხოვრებელი და კომერციული სივრცეების დიზაინი, მოხარული ვიქნებით თქვენი კანდიდატურის განხილვით.

ძირითადი მოვალეობები:

** საცხოვრებელი / კომერციული სივრცეების კონცეფციის შექმნა
** გეგმარება (layout) და ფუნქციონალური ზონირება
** 3D ვიზუალიზაციების და moodboard-ების მომზადება
** მასალების, ფერების და ავეჯის შერჩევა
** კოორდინაცია არქიტექტორებთან, ინჟინრებთან და კონტრაქტორებთან
** პროექტის ვიზუალური კონცეფციის შესაბამისობა ბრენდის სტანდარტებთან
** სამუშაო დოკუმენტაციის მომზადება (drawings / დეტალები)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული პროგრამების ცოდნა - Revit, AutoCAD, Photoshop, InDesign
** მაღალი ვიზუალური კულტურა და დახვეწილი ესთეტიკური გემოვნება
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ხარისხზე განსაკუთრებული ყურადღება
** კრეატიული აზროვნება და ბრენდის სტილის შეგრძნება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** პორტფოლიო (აუცილებელია)

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV და პორტფოლიო: info@fkdevelopment.ge

გაითვალისწინეთ, რომ პორტფოლიოს გარეშე კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია