უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია "ჰოუმერი" (Homer) აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.
კომპანიის შესახებ:
Homer-ი არის უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2024 წელს გამოჩნდა. კომპანიას წარმოადგენს სფეროს პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი მრავალწლიანი გამოცდილებით.
Homer -ი ქმნის მყუდრო, უსაფრთხო და ინოვაციურ საცხოვრებელ სივრცეებს, რომლის ყველა კომპონენტი შეუფერხებლად მუშაობს, სადაც ყველა დაპირება სრულდება და ყველა სიტყვა ძალაშია.
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
** მარკეტინგული აქტივობების განხორციელება გაწერილი ბიუჯეტის მიხედვით.
** სამოქმედო გეგმის დასახვაში მონაწილეობის მიღება და შეთანხმებული გეგმის აღსრულება.
** საიმიჯო და გაყიდვებზე ორიენტირებული აქტივობების დაგეგმვა, საკომუნიკაციო არხების შერჩევა, კონტენტისა და ვიზუალების შექმნა/განახლება, გეგმის განსაზღვრა, ბიუჯეტირება და მონიტორინგი.
** გარე რეკლამის, სატელევიზიო/რადიო ეთერის, ბეჭდური მედიის და სხვა არხების/ადგილების შერჩევა, კონტენტისა და ვიზუალების შექმნა/განახლება, მუდმივი მონიტორინგი.
** ღონისძიებების კონცეფციის შექმნაში მონაწილეობის მიღება და უზრუნველყოფა ბრენდირებული მასალებით.
** სხვადასხვა მიმართულებების მარკეტინგული მხარდაჭერა: გაყიდვების, ადამიანური რესურსების, PR, გაყიდვების შემდგომი, ადმინისტრაციის, მშენებლობის.
** კრეატიული და ინოვაციური იდეების მოფიქრება მარკეტინგული კამპანიებისთვის, კონტენტ სტრატეგიებისთვისა და სარეკლამო ინიციატივებისთვის, ბრენდის დიფერენცირებისა და აუდიტორიის ყურადღების მიპყრობისათვის.
** მუდმივი ბრეინშტორმინგის სესიების ჩატარება.
** ახალი პროექტების კონცეფციის მომზადება და ბრენდინგი.
** ახალი პროექტების გაყიდვებისთვის საბეჭდი და ელექტრონული მასალების შექმნა: ბინების მოწყობა და დარენდერება, კომპლექსის/უბნის 360 ფოტოები, კორპუსების 360 ფოტოები, გენ გეგმა, კომპლექსის/უბნის რენდერები, ბროშურები, ალბომები, პრეზენტაციები, CRM პროგრამისთვის მასალა, ვებგვერდზე ასატვირთი მასალა.
** ახალი პროექტების ვიდეო (3D, 2D) და ფოტო მასალის მომზადება.
** კომპლექსების მშენებლობის ყოველთვიური ფოტოგადაღება.
** კომპლექსების მაცხოვრებლებისთვის ყოველთვიური სამშენებლო პროგრესის რეპორტების მომზადება.
** დასრულებული კომპლექსების მხარდაჭერა სხვადასხვა ბრენდირებული მასალებით.
** PR ორგანიზაციებთან და ჟურნალისტებთან კომუნიკაცია (საჭიროების შემთხვევაში).
** პრეს კონფერენციებზე, ფორუმებზე, გამოფენებსა და შეხვედრებზე მონაწილეობისას საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.
** კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე სატელევიზიო სტუმრობების ორგანიზება.
** ვიდეო გადაღებისთვის მხარდამჭერი მასალის მომზადება და გადაღების ორგანიზება.
** პრეზენტაციების, სტატიების, ბლოგების, ინტერვიუებისა და პრეს რელიზების გავრცელება.
** სათავო, გაყიდვების ოფისების და კომპლექსების სრული ბრენდირება.
** სარეკლამო კომპანიებთან კომუნიკაცია და ოფისების მომარაგება ბრენდირებული მასალებით.
** სათავო და გაყიდვების ოფისების მორთვა საახალწლოდ.
** უშუალი მენეჯერის მიერ მოთხოვნით, კომპანიისთვის საჭირო სხვადასხვა ტიპის დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების / მარკეტინგის მიმართულებით);
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** კრეატიული აზროვნება, ყურადღება დეტალების მიმართ და ვადების დაცვა;
** მარკეტინგული პროექტებისა და გუნდის ეფექტურად მართვის უნარი;
** მარკეტინგული ბიუჯეტის მართვის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** ეფექტური კომუნიკაციის, ანალიტიკური აზროვნებისა და დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ანაზღაურება და ბენეფიტები:
** განსაზღვრული ფიქსირებული ყოველთვიური ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე.
** ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი.
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი, 10:00 -19:00 სთ)
სამუშაო ადგილი: თბილისი, ივ. ჯავახიშვილის მოედანი N1
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
თუ თვლით, რომ ფლობთ ამ პოზიციის შესაბამის ცოდნასა და გამოცდილებას, გთხოვთ გაგვიზიარეთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე: vacancy@homer.ge და გთხოვთ, სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მარკეტინგის მენეჯერი".
(დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებთან).
Homer-ი გისურვებთ წარმატებებს და მოუთმენლად გელით ჩვენ გუნდში!
შპს ჰოუმერ გრუპი, (ს/ნ: 402323115; იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ჩუღურეთის რაიონი, ჩხეიძის ქუჩა, N 3; ქალაქი თბილისი, მოედანი ივ. ჯავახიშვილი, N 1) მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს ჰოუმერ გრუპი უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები; აცხადებთ თანხმობას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შპს ჰოუმერ გრუპმა თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით. დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შპს ჰოუმერ გრუპი შესაბამის ვადებში სრულად გაანადგურებს თქვენს რეზიუმეს და კომპანიაში არსებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებს.
|