Робота для біженців з України
ტენდერი ტურისტული კომპანიის შერჩევაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი ტურისტული კომპანიის შერჩევაზე
მომწოდებელი: CENN
გამოქვეყნდა: 06 აპრილი / ბოლო ვადა: 17 აპრილი
"CENN" აცხადებს ტენდერს ტურისტული კომპანიის შერჩევაზე.

კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი სახის მომსახურება:

** თვითმფრინავის ბილეთების შესყიდვა/მოწოდება;
** სამოგზაურო დაზღვევის შესყიდვა/მოწოდება;
** სასტუმროების დაჯავშნა;
** სამუშაოს შესრულების შემდეგ დათქმულ ვადაში, საჭირო ფინანსური დოკუმენტაციის: ინვოისი, ჩეკი, ფაქტურა და ა.შ. წარმოდგენა;

დაინტერესებულმა ტურისტულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ, 2026 წლის 17 აპრილის 18:00 საათამდე, CENN-ის ოფისში, მისამართზე: ქ. თბილისი, ბეთლემის ქუჩა #27 ან გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tenders@cenn.org

სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

** კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი (სავალდებულო);
** დააფიქსირებული კომპანიის ფასნამატი (რომელიც, ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში ჩაიდება ხელშეკრულებაში და მომდევნო 1 წლის განმავლობაში თანამშრომლობა მოხდება აღნიშნული ფასნამატის გათვალისწინებით) (სავალდებულო);
** 2026 წლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.

არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ განიხილება.

სატენდერო განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

** მომსახურების ფასი;
** განაცხადების ტექნიკური შესაბამისობა;
** შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება (ასევე, CENN-თან თანამშრომლობის გამოცდილება);

წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე