|
დასახელება:
სარეკლამო თანამშრომელი, B2B გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
სარეკლამო კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 06 აპრილი
/ ბოლო ვადა: 06 მაისი
|
29 წლის სარეკლამო კომპანია აცხადებს ვაკანსიას სარეკლამო თანამშრომლის პოზიციაზე.
ანაზღაურება: დამწყებთათვის 1200 ლარიდან მზარდი + ბონუსი.
ხოლო გამოცდილების მქონეთათვის გამოცდილებიდან გამომდინარე შეთანხმებით.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი,
სამუშაო გრაგიკი: ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით 10:00-დან 19:00 სთ-მდე.
კომპანიისთვის ვეძებთ B2B გაყიდვების მენეჯერს რომელიც პარტნიორ ობიექტებთან თანამშრომლობას და გაყიდვების ზრდას შეუწყობს ხელს. პოზიციისთვის მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატები იყვნენ დეტალებზე ორიენტირებული, ჰქონდეთ კრეატიული და ინოვაციური მიდგომა და მაღალი პასუხისმგებლობა.
ძირითადი მოვალეობები:
** გაყიდვების სრული ციკლის მართვა, ლიდების მოძიებიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე;
** პოტენციური კლიენტის შესახებ ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი;
** პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან კომუნიკაცია, შეხვედრების დაგეგმვა-ჩატარება, სხვადასხვა საკითხზე მოლაპარაკებების წარმოება;
** ბაზრის ტენდენციების, B2B კლიენტების ქცევისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი;
** გაყიდვების სტრატეგიის კომპანიის მიზნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის მარკეტინგის გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა;
** მენეჯმენტისთვის ინფორმაციის რეგულარულად მიწოდება პროგრესის, გამოწვევებისა და უკუკავშირის შესახებ.
** ხელმძღვანელების მიერ სამუშაოსთან დაკავშირებული დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო/უმაღლესი განათლება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office)
** სარეკლამო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
გამოსაცდელი ვადა ერთი თვე
ჩვენ გთავაზობთ:
** კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას;
** მზარდ სახელფასო სისტემას;
** სტაბილურ და მზარდ კომპანიაში მუშაობას
** მეგობრულ სამუშაო გარემოს
გამოაგზავნეთ CV ფოტო სურათით.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მოგვწერეთ მეილზე: sareklamoagency@gmail.com
|
|
|
|