Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=712735&print=yes&view=jobs
 
სერვისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვისის მენეჯერი
მომწოდებელი: Usa Auto
გამოქვეყნდა: 06 აპრილი / ბოლო ვადა: 06 მაისი
ამერიკული ავტონაწილების მაღაზია და ავტოსერვისი "Usa Auto", აცხადებს ვაკანსიას სერვისის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ერთჯერადად მოსულ კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება და კომპანიის გრძელვადიანი მომსახურების შეთავაზება;
** სერვისის პროცესი მუდმივი მონიტორინგი და შეფერხებების პრობლემატური შემთხვევებზე დროული რეაგირება;
** მომხმარებელთან ურთიერთობა, ავტომობილის პრობლემის ახსნა, კონსულტაციის გაწევა ხარისხიანი მომსახურების მიზნით;
** მომხმარებლის ინფორმირება სერვისის მიმდინარეობისა და დასრულების შესახებ
** მომხმარებლის უკმაყოფილების მიზეზის დადგენა, პრობლემატური საკითხის მოლაპარაკების გზით მოგვარება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია რუსულისა და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** Ms Office პროგრამების საოფისე დონეზე ცოდნა

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურობა;

სამუშაო პირობები:

** მეგობრული სამუშაო გარემო
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი (10:00-19:00)
** ანაზღაურება დამოკიდებულია გამოცდილებაზე.

ქ.თბილისი, დ.ყიფიანის ქ.2

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ ფოსტაზე: Hrusaparts@gmail.com და გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "სერვისის მენეჯერი".

შპს "USA Auto Parts" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "USA Auto Parts"-სთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "USA Auto Parts" -ში შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "USA Auto Parts" -სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს "USA Auto Parts"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია