Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=712734&print=yes&view=jobs
 
ლაბორანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლაბორანტი
მომწოდებელი: ას კონსტრაქშენი
გამოქვეყნდა: 06 აპრილი / ბოლო ვადა: 07 მაისი
შპს "ას კონსტრაქშენი" წარმოადგენს მაღალი სტანდარტების თანამედროვე სამშენებლო კომპანიას, რომელიც სამშენებლო სამუშაოებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს. კომპანია ერთ-ერთ პირველთაგანია, რომელმაც საქართველოში ბეტონური სამუშაოების მცოცავი ტუნელური ყალიბის სისტემა გამოიყენა და სამშენებლო სფეროში არაერთი ეფექტური და ინოვაციური გადაწყვეტა წარმატებით განახორციელა. კომპანიის გამორჩეული პროექტია საცხოვრებელი კომპლექსი "დირსი". ამჟამად კომპანია სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსში "პარკ ბულვარი".

შპს "ას კონსტრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას ლაბორანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: 2500 ლარი (net)

პოზიციის ზოგადი პროფილი:

განიხილება კვალიფიციური ლაბორანტი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ბეტონის ნაწარმის ხარისხის კონტროლზე ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე.

როლი მოითხოვს დეტალებზე ორიენტირებულ სპეციალისტს, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქციის შესაბამისობას მოქმედ ნორმებსა და სტანდარტებთან.

მოვალეობები:

** მზა ბეტონის ნაწარმის ლაბორატორიული გამოცდების ჩატარება (სიმტკიცე, სიმკვრივე, წყალგაუმტარობა, ყინვაგამძლეობა და სხვ.)
** ნიმუშების მომზადება (ფორმირება, დაძველება/დაყოვნება, მარკირება)
** ლაბორატორიული გამოცდების ჟურნალების წარმოება
** გამოცდების შედეგების ანალიზი და სტანდარტებიდან გადახრების გამოვლენა
** ხარისხის კონტროლის შედეგების მიხედვით ანგარიშების მომზადება
** ლაბორატორიული აღჭურვილობის გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება

საჭირო უნარები:

** ლაბორატორიული კვლევებისა და მონაცემთა ანალიზის უნარი
** ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოებისა და ანგარიშგების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი

მოთხოვნები:

** საშუალო სპეციალური ან უმაღლესი განათლება (სამშენებლო, ქიმიური ან მასალათმცოდნეობა)
** სამუშაო გამოცდილება ბეტონის ან სამშენებლო მასალების ლაბორატორიაში
** ბეტონის გამოცდის მეთოდების ცოდნა
** ლაბორატორიული აღჭურვილობის გამოყენების უნარი
** მოქმედი ნორმებისა და სტანდარტების ცოდნა
** MS Office-ის საბაზისო ცოდნა
** სასურველია რუსული ენის ცოდნა

დამატებითი ინფორმაცია:

** მასშტაბურ და მაღალი სტანდარტის სამშენებლო პროექტებში მონაწილეობა
** სტაბილური და გრძელვადიანი თანამშრომლობა მზარდ და განვითარებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციაში
** პროფესიონალური და დინამიური სამუშაო გარემო

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@asgeorgia.ge და ელ. ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 7 მაისი, 2026.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია