Робота для біженців з України
სოციალური მედიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: Avia.ge
გამოქვეყნდა: 06 აპრილი / ბოლო ვადა: 06 მაისი
კომპანია Avia.ge აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთით

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის Facebook და TikTok გვერდების ყოველდღიური მართვა;
** საინფორმაციო და სარეკლამო ტექსტების გამართვა და რედაქტირება;
** ავიაციის ინდუსტრიასთან დაკავშირებული ბლოგების, სიახლეების, ანალიტიკური სტატიებისა და თემატური მასალების მომზადება;
** Avia News და სხვა ავიაციური წყაროებიდან სიახლეების გადმოტანა და ვიზუალურ მასალასთან ერთად ატვირთვა;
** ვიდეო და ვიზუალური კონტენტის დაგეგმვა და ატვირთვა.
** ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ვიდეო/ვიზუალური კონტენტის გენერირებისთვის ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო გრაფიკი:

09:00 - 18:00 (შეთანხმებით შესაძლებელია მცირე მოქნილობა სამუშაო საათებში)

ანაზღაურება:

საწყისი ხელფასი: 1500 ლარი
გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემდეგ გათვალისწინებულია ანაზღაურების ზრდა.

მოთხოვნები:

** ტექსტების წერისა და რედაქტირების კარგი უნარი ქართულად;
** გამოცდილება Facebook და TikTok გვერდების მართვაში;
** ინტერესის სფერო — ავიაცია, მოგზაურობა ან ტურიზმი;
** სასურველია Canva, ChatGPT ან სხვა AI ინსტრუმენტების გამოყენების ცოდნა.

კონტაქტი:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hr@aviage.ge "SUBJECT" ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "სოციალური მედიის მენეჯერი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და შეგახსენებთ, რომ შეზღუდული დროიდან და ვაკანსიის მნიშვნელობიდან გამომდინარე, შესაძლებელია, კომპანიამ შერჩევის პროცესი დაიწყოს ვაკანსიის მიმდინარეობის პარალელურად. შესაბამისად, კომპანია მიესალმება თქვენ მიერ, რაც შეიძლება მოკლე ვადაში გადმოგზავნილ რეზიუმეს.

კანდიდატის მიერ სააპლიკაციო ფორმის შევსება და რეზიუმეს გამოგზავნა, რომელიც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ", საქართველოს კანონის შესაბამისად, შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე