|
დასახელება:
აღმასრულებელი თანაშემწე
|
| მომწოდებელი:
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარ. სამინისტრო
|
|
გამოქვეყნდა: 06 აპრილი
/ ბოლო ვადა: 17 აპრილი
|
"ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო" აცხადებს კონკურსს აღმასრულებელი თანაშემწის პოზიციაზე.
მოვალეობები:
** შეხვედრების, პრეზენტაციებისა და სხვა ღონისძიებების გამართვის ორგანიზება და კოორდინირება
** სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურებში დანიშნული შეხვედრებისა და ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის დაზუსტება და ამ სტრუქტურებთან მჭიდრო თანამშრომლობა
** მოქალაქეებისთვის კონსულტაციების გაწევა და კომპეტენციის შესაბამისად მათი გადამისამართება
** კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზაციულ-ტექნიკური და საინფორმაციო მომსახურების გაწევა
** ოფიციალური კორესპონდენციის განხილვა და შემდგომი მსვლელობის მიცემა
** წერილებისა და სხვადასხვა ტიპის დოკუმენტების შედგენა
** რეპორტინგი/ანგარიშგების წარმოება
** სამინისტროს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
საჭირო უნარები:
** ინფორმაციის შეგროვების უნარი
** ანალიტიკური ანგარიშის მომზადების უნარი
** მონაცემთა სტატისტიკური დამუშავება/ანალიზის უნარი
** შიდა კომუნიკაციის დაგეგმვის და/ან წარმართვის უნარი
** წერილების, ანგარიშების, შეთავაზებების მომზადების უნარი
** ეფექტური დროის მენეჯმენტის უნარი
** ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა
დამატებითი მოთხოვნები:
** პრეზენტაციების მომზადების გამოცდილება
** კარგი აკადემიური წერა ქართულ და ინგლისურ ენებზე
ანაზღაურება: 2320 ლარი (დარიცხული)
კანდიდატების შერჩევა მოხდება განაცხადების გადარჩევით და გასაუბრებით.
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: konkursi@moesd.gov.ge 2026 წლის 17 აპრილის ჩათვლით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|