Робота для біженців з України
უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: სამშენებლო კომპანია
გამოქვეყნდა: 06 აპრილი / ბოლო ვადა: 06 მაისი
ბათუმში ვეძებთ ჯუნიორ უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერს.

სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. კომპანია ახორციელებს საცხოვრებელი პროექტების მშენებლობას ძველ ბათუმში და უზრუნველყოფს კლიენტთა მუდმივ ნაკადსა და მარკეტინგულ მხარდაჭერას.

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული კლიენტების (ლიდების) მიღება და ეფექტური დამუშავება
** პროექტების პრეზენტაცია პოტენციური მყიდველებისთვის
** შეხვედრებისა და ობიექტზე ვიზიტების ორგანიზება
** მოლაპარაკებების წარმოება და გარიგებების დახურვა
** კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება
** CRM სისტემაში ინფორმაციის რეგისტრაცია და განახლება
** გაყიდვების პროცესის მონიტორინგი და ანგარიშგება
** ვიდეო გადაღებაში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** უძრავი ქონების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები
** შედეგზე ორიენტირებული მიდგომა
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** უცხო ენების ცოდნა.

სამუშაო პირობები და ანაზღაურება:

** ფიქსირებული ანაზღაურება: 1200 ლარი (ხელზე)
** დამატებითი ბონუსი: ყოველი განხორციელებული გაყიდვიდან

დაინტერესებულმა ადამიანებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: argogroup11@gmail.com

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე