|
დასახელება:
სამედიცინო კოორდინატორი
|
| მომწოდებელი:
REHEALTH
|
|
გამოქვეყნდა: 06 აპრილი
/ ბოლო ვადა: 06 მაისი
|
კლინიკა "ReHealth" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო კოორდინატორის პოზიციაზე.
ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, პასუხისმგებლიან და კომუნიკაბელურ კანდიდატს, რომელიც გახდება პაციენტებთან ურთიერთობის პირველი საკონტაქტო პირი და უზრუნველყოფს პროცესების ორგანიზებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
ძირითადი მოვალეობები:
** კორპორატიული ნომრის მართვა და პაციენტებთან კომუნიკაცია
** შემოსული პაციენტების პირველადი ფილტრაცია (კლინიკური ლოგიკით)
** პაციენტების მონაცემების შეგროვება, ორგანიზება და მართვა
** წერილებზე პასუხი (Email / WhatsApp / Messenger)
** უცხოელი ექიმების ვიზიტების ორგანიზებაში მონაწილეობა
** სამედიცინო დოკუმენტაციის მომზადება და მართვა
** ფორმა 100-ის თარგმნა (ქართულიდან ინგლისურად / ინგლისურიდან ქართულად)
** კონსულტაციების დროს ექიმსა და პაციენტს შორის თარგმნა
** ვიზიტების დაგეგმვა და პროცესების კოორდინაცია კლინიკაში
მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება ან რეზიდენტურა
** სასურველია თერაპიული მიმართულება
** ინგლისური ენის კარგი ცოდნა (საუბარი და წერა)
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა
** კომუნიკაციის მაღალი უნარი
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე
უპირატესობა მიენიჭება:
** სამედიცინო ტურიზმის ან კლინიკურ გარემოში მუშაობის გამოცდილებას
** სამედიცინო ტერმინოლოგიის ცოდნას ინგლისურ ენაზე
** მრავალენოვან კანდიდატებს
რას გთავაზობთ:
** მუშაობა საერთაშორისო დონის სამედიცინო პროექტებში
** უშუალო კომუნიკაცია უცხოელ ექიმებთან
** პროფესიული განვითარების რეალური შესაძლებლობა
** დინამიკური და ზრდაზე ორიენტირებული გარემო
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ელ. ფოსტაზე: eko.khorguani@yahoo.com
|
|
|
|