Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=712686&print=yes&view=jobs
 
სიმულაციური ცენტრის ლაბორანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სიმულაციური ცენტრის ლაბორანტი
მომწოდებელი: ევროპის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 06 აპრილი / ბოლო ვადა: 16 აპრილი
ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას მედიცინის ფაკულტეტზე სიმულაციური ცენტრის ლაბორანტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, გივი ჟვანიას ქუჩა 17, (ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი)/სარაჯიშვილის ქუჩა 17 (ავჭალა, კონიაკის დასახლება).
გრაფიკი/დრო: არასრული განაკვეთი (ორშაბათი-შაბათი, 9:00-15:00 ან 15:00-21:00)
სამუშაო პერიოდი: 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი;

ძირითადი მოვალეობები:

** პრაქტიკული მეცადინეობებისათვის მოამზადოს სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული თემატიკის შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობა/ინვენტარი (სამედიცინო სიმულატორები - მულაჟი)/სამედიცინო მასალები;
** აწარმოოს სიმულაციურ ცენტრში არსებული ინვენტარის, მასალების აღრიცხვა, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის სახელზე მოამზადოს წერილობითი მიმართვა სახარჯი მასალის შეძენის მიზნით;
** შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან ერთად მონაწილეობა მიიღოს გამოსაყენებლად უვარგისი ტექნიკის/მასალის/ინვენტარის ჩამოწერა/განადგურების პროცესში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
** სიმულაციურ ცენტრში პრაქტიკული მეცადინეობების მსვლელობის დროს უზრუნველყოს სიმულაციური ცენტრის აღჭურვილობის კონტროლი და უსაფრთხოების ზედამხედველობა
** სიმულაციურ ცენტრში სამუშაოების დასრულების შემდეგ უზრუნველყოს უსაფრთხოების ნორმების დაცვით გამოყენებული მასალის შენახვა/ლიკვიდაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო/საექთნო მიმართულებით)
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office;
** ინგლისური ენა -B1 (მეტყველება, წერა)

პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობა;
** ორგანიზებულობა;
** სტრესის მართვის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ცვლილებების მიმღებლობის უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, რომ დაგვიტოვოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მეილზე: HR@eu.edu.ge და გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

განაცხადების ბოლო ვადა: 2026 წლის 16 აპრილი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია