|
დასახელება:
ფინანსური დირექტორი
|
| მომწოდებელი:
ჯინო ჰოლდინგი
|
|
გამოქვეყნდა: 06 აპრილი
/ ბოლო ვადა: 06 მაისი
|
"GINO Holding" ეძებს ფინანსურ დირექტორს (CFO), რომელიც არა მხოლოდ მართავს ფინანსებს, არამედ აქტიურად მონაწილეობს ბიზნესის ზრდისა და სტრატეგიული მიმართულების განსაზღვრაში.
ეს არის შესაძლებლობა იმ პროფესიონალისთვის, ვისაც შეუძლია ფინანსური ფუნქცია აქციოს რეალურ ბიზნეს ღირებულებად.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
** ჰოლდინგის ფინანსური სტრატეგიისა და პოლიტიკის დაგეგმვა და შესრულების კონტროლი
** ბიუჯეტის მომზადება სტრატეგიის შესაბამისად, მისი პრეზენტაცია მენეჯმენტთან და გადახრების ანალიზი
** ფინანსური მდგომარეობის კომპლექსური ანალიზი მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების გათვალისწინებით
** ფულადი ნაკადების (Cash Flow) ეფექტური მართვა და კონტროლი
** ფინანსური რეპორტინგის სისტემის მართვა და ანალიტიკა
** ფინანსური რესურსების ოპტიმიზაცია და ხარჯების ეფექტური მართვა
** ფინანსური ოპერაციების შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ კანონმდებლობასთან
** წლიური კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადება (IFRS სტანდარტების შესაბამისად)
** სააღრიცხვო პოლიტიკის განვითარება და შესაბამისი პროცედურების შემუშავება
** ფინანსური წლის დახურვის პროცესის დაგეგმვა და შესრულების კონტროლი
** გარე აუდიტთან თანამშრომლობა და რეკომენდაციების იმპლემენტაციის უზრუნველყოფა
** ფინანსურ ინსტიტუტებთან, ინვესტორებთან და პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება
** აქტიური მონაწილეობა კომპანიის სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში
** რეგულარული რეპორტინგი მენეჯმენტთან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** მინიმუმ 3+ წლიანი გამოცდილება ფინანსური დირექტორის პოზიციაზე
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის სიღრმისეული ცოდნა
** IFRS სტანდარტების პრაქტიკული ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** ძლიერი ლიდერული და გუნდის მართვის უნარები
** ანალიტიკური აზროვნება და სტრატეგიული ხედვა
რას გთავაზობთ
** შესაძლებლობას იმუშაოთ მასშტაბურ და ამბიციურ პროექტებზე
** პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს
** დინამიკურ და შედეგებზე ორიენტირებულ გუნდს
თუ მზად ხართ მიიღოთ ეს გამოწვევა — გამოგვიგზავნეთ თქვენი CV.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@ginoaquapark.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება!
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|