Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=712651&print=yes&view=jobs
 
სოცმედია მენეჯერი / კონტენტ კრეატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოცმედია მენეჯერი / კონტენტ კრეატორი
მომწოდებელი: Auto Home
გამოქვეყნდა: 06 აპრილი / ბოლო ვადა: 06 მაისი
პოზიციაზე სადილერო კომპანია "Auto home"-სთვის, რომელიც 2019 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს ავტომობილის გამარტივებული პირობით შეძენას. ჩვენ ვეძებთ კრეატიულ, ენთუზიაზმით სავსე ვიდეო კონტენტ კრეატორს, რომელიც ჩაერთვება ავტომობილებისა და მომსახურების მიმართულებით ვიდეო კონტენტის შექმნაში.

თუ გიყვარს ვიდეოს გადაღება, მონტაჟი, ტრენდებზე დაკვირვება და იდეების რეალობად ქცევა — ეს პოზიცია შენთვისაა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, აკაკი. ბელიაშვილის ქ.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1800 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მედია არხების ადმინისტრირება (Facebook, Instagram, TikTok, YouTube);
** ინბოქსში შემოსულ შეტყობინებებზე სწრაფი და დროული რეაგირება;
** სოციალური ქსელის გვერდზე პოსტების რეგულარული განთავსება და კომენტარებზე პასუხის გაცემა;
** მოკლე ვიდეო კონტენტის შექმნა (Reels/TikTok/Shorts);
** ვიდეოების გადაღება და მონტაჟი;
** კონტენტის იდეებზე მუშაობა (სცენარი, სთორი, ვიზუალური გადაწყვეტა);

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ვიდეო გადაღების და მონტაჟის ცოდნა;
** კრეატიული ხედვა და ვიზუალური გემოვნება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და იდეებზე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად

პიროვნული თვისებები და უნარები:

** გამართულად წერის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** სიახლეებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
** სტანდარტულ სამუშაო გრაფიკს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

მსურველებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobsautohome@gmail.com (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება)

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია