Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=712643&print=yes&view=jobs
 
ქვეპროგრამის კოორდინატორი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქვეპროგრამის კოორდინატორი
მომწოდებელი: სტუდია ეიდისი
გამოქვეყნდა: 06 აპრილი / ბოლო ვადა: 06 მაისი
ა (ა)იპ "სტუდია ეიდისი" აცხადებს კონკურსს ქვეპროგრამის კოორდინატორის პოზიციაზე "განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მომსახურებით უზრუნველყოფის" ქვეპროგრამაში რუსთავში.

მისამართი: მშენებლების ჩიხი №7

ორგანიზაციის შესახებ

"სტუდია ეიდისი" არის არაკომერციული, არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც 1999 წლიდან მუშაობს სოციალურად დაუცველი, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებებისა და ინტერესების დასაცავად. ახორციელებს პროგრამებსა და აქტივობებს სამიზნე ჯგუფის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად და მათი ოჯახების მხარდასაჭერად.

ძირითადი მოვალეობები:

განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში

** ჩართული სპეციალისტების გუნდის სამუშაოს კოორდინაცია და საჭიროების შემთხვევაში მხარდაჭერის აღმოჩენა ქვეპროგრამასთან დაკავშირებულ საკითხებში;
** თანამშრომელთა მუშაობის მონიტორინგი;
** პრობლემური საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება;
** თანამშრომელთა შერჩევაში მონაწილეობის მიღება;
** ქვეპროგრამის ახალი თანამშრომლებისათვის სამუშაოს სპეციფიკის გაცნობა და ბენეფიციარის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** კორესპონდენციის წარმოება და დოკუმენტირება (კომპეტენციის ფარგლებში);
** თანამშრომლებთან შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
** ბენეფიციართა ინდივიდუალური განვითარების გეგმების, ქცევის მართვის გეგმებისა და შეფასებების ვადების მონიტორინგი;
** ბენეფიციართა ოჯახის წევრებთან რეგულარული კომუნიკაცია, საჭიროებიდან გამომდინარე, ოჯახებისათვის კონსულტაციის გაწევა;
** ბენეფიციარებთან ბინაზე ვიზიტი გონივრული ინტენსივობით;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადება.

კანდიდატის მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიაში, მედიცინაში ან მომიჯნავე სფეროში;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა - Microsoft Office;
** შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება.

უნარები:

** კარგი ინტერპერსონალური და კომუნიკაციის უნარები;
** კარგი წერითი უნარები;
** ჯგუფში მუშაობის უნარები;
** დაგეგმვისა და დროის მართვის უნარები;
** სტრესულ სიტუაციაში გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი;
** მოქნილობა და ცვლილებებთან ადაპტაციის უნარი;
** სასურველია ელ. პორტალებთან მუშაობის გამოცდილება.

შერჩევის ეტაპები:

1. ელექტრონული განაცხადების განხილვა
2. გასაუბრება

განაცხადის წარდგენა:

გთხოვთ, თქვენს მიერ შედგენილი რეზიუმე (CV) და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: adc.vacancy.ge@gmail.com

Subject ველში მიუთითეთ: "ქვეპროგრამის კოორდინატორი (რუსთავი)"

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 20 აპრილი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია