|
დასახელება:
ჯავშნებისა და გაყიდვების კოორდინატორი
|
| მომწოდებელი:
შუაგული
|
|
გამოქვეყნდა: 06 აპრილი
/ ბოლო ვადა: 06 მაისი
|
საღონისძიებო სივრცე "შუაგული" ეძებს კადრს ივენთებისა და გაყიდვების დეპარტამენტში.
პოზიცია: Reservations & Sales Coordinator
პოზიცია მოიცავს სტუმრებთან კომუნიკაციას, ჯავშნების მართვასა და გაყიდვების პროცესის მხარდაჭერას, რაც უზრუნველყოფს ღონისძიებების ეფექტურ დაგეგმვას და მაღალი სტანდარტის მომსახურებას.
ფუნქცია-მოვალეობები:
** შემომავალი ზარების მიღება და დეტალური ინფორმაციის მიწოდება
** მეილებისა და ონლაინ მოთხოვნების ოპერატიული დამუშავება
** ჯავშნების მიღება, მართვა და სისტემაში სწორად ასახვა
** სტუმრებთან კომუნიკაცია ჯავშნის დეტალების დაზუსტებისა და დაგეგმვის მიზნით
** ღონისძიებების კოორდინაცია შიდა გუნდთან
** შეთავაზებების მომზადებაში მონაწილეობა
** გაყიდვების პროცესის მხარდაჭერა
** ჯავშნებისა და მონაცემების სიზუსტის კონტროლი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები
** მომსახურებაში გამოცდილება უპირატესობაა (არ არის სავალდებულო)
** საოფისე პროგრამების (MS Word, Excel) საბაზისო ცოდნა
** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე
** კარგი კომუნიკაციისა და დროის მართვის უნარი
** მიზანდასახული, აქტიური
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
ჩვენ გთავაზობთ:
** საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაო გარემოს
** პროფესიონალური განვითარების შესაძლებლობას
** მეგობრულ გუნდთან მუშაობას თანამედროვე სამუშაო სივრცეში
** ტრანსპორტირების უზრუნველყოფას
** კვებით უზრუნველყოფას
** FIT pass - სარგებლობის შესაძლებლობა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი რეზიუმე მეილზე : info@shuaguli.ge
|
|
|
|