Робота для біженців з України
ფრონტ დესკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფრონტ დესკის მენეჯერი
მომწოდებელი: დენტ ოფისი
გამოქვეყნდა: 06 აპრილი / ბოლო ვადა: 06 მაისი
"Dent Office" აცხადებს ვაკანსიას ფრონტ დესკის მენეჯერის თანამდებობაზე.

ლოკაცია: თბილისი, ვიქტორ დოლიძის 46
დასაქმება: სრული განაკვეთი, ორშაბათი-შაბათი, 10:00-19:00

კლინიკის შესახებ:

სტომატოლოგიური კლინიკა "Dent Office" წარმოადგენს სამედიცინო დაწესებულებას რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს მომსახურების სრულ სპექტრს, კლინიკა ორიენტირებულია მაღალი ხარისხის მომსახურებაზე, პაციენტთა კმაყოფილებასა და უწყვეტ განვითარებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტების მიღება, რეგისტრაცია და კონსულტაცია
** სატელეფონო ზარების და ონლაინ კომუნიკაციის მართვა
** ვიზიტების დაგეგმვა და კალენდრის მართვა
** პაციენტების მონაცემების მართვა (Excel-ში მონაცემების შეყვანა)
** გადახდების მიღება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება
** ექიმებთან და ადმინისტრაციასთან კოორდინაცია
** პაციენტთა გამოცდილების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი ან საშუალო განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია, განსაკუთრებით სამედიცინო სფეროში)
** კომუნიკაციის მაღალი უნარები და თავაზიანი დამოკიდებულება
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** კომპიუტერული პროგრამების ადაპტაციის უნარი (MS Office, CRM Dentos)
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელფოსტაზე: info@dentoffice.ge

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 6 მაისი 2026 წელი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე