|
დასახელება:
სტომატოლოგიური კლინიკის საოპერაციო დირექტორი
|
| მომწოდებელი:
დენტ ოფისი
|
|
გამოქვეყნდა: 06 აპრილი
/ ბოლო ვადა: 06 მაისი
|
"Dent Office" აცხადებს ვაკანსიას სტომატოლოგიური კლინიკის საოპერაციო დირექტორის თანამდებობაზე.
ლოკაცია: თბილისი, ვიქტორ დოლიძის 46
დასაქმება: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
კომპანიის შესახებ:
სტომატოლოგიური კლინიკა "Dent Office" წარმოადგენს სამედიცინო დაწესებულებას რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს მომსახურების სრულ სპექტრს, კლინიკა ორიენტირებულია მაღალი ხარისხის მომსახურებაზე, პაციენტთა კმაყოფილებასა და უწყვეტ განვითარებაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** კლინიკის ყოველდღიური ოპერაციების მართვა
** სამედიცინო და ადმინისტრაციული პერსონალის კოორდინაცია
** მომსახურების ხარისხის კონტროლი და გაუმჯობესება
** ფინანსური მართვა (ბიუჯეტი, ხარჯები, შემოსავლები)
** პაციენტთა გამოცდილების გაუმჯობესება
** ახალი სერვისების და განვითარების მიმართულებების დანერგვა
** პარტნიორებთან და მომწოდებლებთან ურთიერთობა
** მარკეტინგული და გაყიდვების პროცესების მხარდაჭერა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად)
** სასურველია 1-2 წლიანი გამოცდილება მართვით პოზიციაზე (სასურველია სამედიცინო სფეროში)
** ძლიერი ლიდერული და კომუნიკაციის უნარები
** ფინანსური და ოპერაციული მართვის გამოცდილება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელფოსტაზე: info@dentoffice.ge
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 6 მაისი 2026 წელი
|
|
|
|