|
დასახელება:
ქალაქგეგმარების მიმართულების ხელმძღვანელი
|
| მომწოდებელი:
სტუდია 9
|
|
გამოქვეყნდა: 04 აპრილი
/ ბოლო ვადა: 04 მაისი
|
"სტუდია 9" წარმოადგენს არქიტექტურულ კომპანიას, რომელიც წარმატებით საქმიანობს საქართველოში 2012 წლიდან არქიტექტურის, ქალაქგეგმარების, ინტერიერის დიზაინის მიმართულებით.
კომპანიის ვებგვერდი: www.studio9.ge
"სტუდია 9" აცხადებს ვაკანსიას ქალაქგეგმარების მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ადგილობრივ თვითმმართველობასა და შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან ურთიერთობა;
** შესაბამისი კანონმდებლობის დეტალურად ცოდნა გრგ, გდგ დოკუმენტაციის მომზადება;
** ურბანული დაგეგმვა და დიზაინ კონცეფციის შემუშავება;
** მდგრადი განვითარების პრაქტიკები (მზის და სხვა გეოგრაფიული თუ გარემო ფაქტორების მოდელირება, ანალიზი);
** პროექტების მართვა;
** ფიზიკური, სამშენებლო გარემოს ანალიზი და კვლევები;
** ტრანსპორტის მოძრაობის დაგეგმვა და მობილობის ძირითადი სქემების შემუშავება;
** შესაბამისი კვალიფიკაციის ქვეკონტრაქტორების მოძიება და მათთან კომუნიკაცია;
** დაინტერესებული, ჩართული მხარეების ინფორმირება, კომუნიკაცია;
** ქალაქგეგმარების მიმართულების ჯგუფის ხელმძღვანელობა და დედლაინების დაცვის კონტროლი;
** ქალაქგეგმარების მიმართულების ჯგუფის მიერ შესრულებული საქმიანობის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გუნდის მართვის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება ურბანული დაგეგმვის მიმართულებით;
** ურბანული დაგეგმარების ან მსგავს სფეროებში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** გეოგრაფიული ინფორმაციის სისტემები (GIS);
** პროგრამები: (Archicad, AutoCAD, Adobe Photoshop).
პიროვნული თვისებები:
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობაა.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე და პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@studio9.ge
წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|