|
დასახელება:
იმპორტ მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
კაფელის სახლი
|
|
გამოქვეყნდა: 03 აპრილი
/ ბოლო ვადა: 03 მაისი
|
მაღაზია "კაფელის სახლი" აცხადებს ვაკანსიას იმპორტ მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** შოურუმში არსებული პროდუქციის ზედმიწევნით ცოდნა;
** საქონლის ბრუნვის მუდმივი კონტროლი, გაყიდვების ანალიზი და მომავალი შესყიდვების დაგეგმვა;
** ახალი მომწოდებლების მოძიება საერთაშორისო ბაზარზე;
** უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობა და შეკვეთების გაკეთება;
** წელიწადში რამოდენიმეჯერ სხვადასხვა ქვეყნებში გამართულ საერთაშორისო გამოფენებზე მივლინებით გამგზავრება;
** უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობა და შეკვეთების გაკეთება;
** შეკვეთილი პროდუქციის ტრანსპორტირების ორგანიზება, გადამზიდველ კომპანიებთან ურთიერთობა, საბაჟო სამსახურისათვის დოკუმენტაციის მომზადება და სხვა ჩართულ რგოლებთან კომუნიკაცია;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციისთვის აუცილებელი აკადემიური უნარები;
** საოფისე პროგრამის (Excel) ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
პიროვნული თვისებები:
** ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** კომუნიკაბელური;
** ინიციატივიანი;
სამუშაო პირობები:
** სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ქავთარაძის ქ. 28
** სამუშაო გრაფიკი: სრული
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
** სამუშაო საათები: 10:00-19:00
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე სასურველია ფოტოსურათით ქართულ ენაზე და აუცილებლად მიუთითეთ აღნიშნული ვაკანსია ელ-ფოსტაზე: cvceramichouse@yahoo.com
ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ: http://www.peaniltd.com/
|
|
|
|