Робота для біженців з України
ბუღალტერ-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერ-ოპერატორი
მომწოდებელი: დიენთი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 03 აპრილი / ბოლო ვადა: 03 მაისი
კომპანია "დიენთი ჯგუფი" ეძებს გუნდის ახალ წევრს რესტორნის ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: დისტანციური;
** ანაზღაურება: 800 ლარი;

ძირითადი მოვალეობები:

** კალკულაციების წარმოება;
** ყოველი თვის ბოლოს მოწოდებული საქონლის პროგრამულად ჩამოწერა;
** ყოველი თვის ბოლოს პროდუქციის რეალიზაციის კონტროლი;
** ყოველი თვის ბოლოს ნაშთების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება (სასურველია კვების ობიექტში);
** საბუღალტრო/სააღრიცხვო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** Excel-ის კარგი ცოდნა;
** განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით.

დაინტერესების შემთხვევაში:

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ელ. ფოსტის მისამართზე: hr@dntgroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ბუღალტერ-ოპერატორი".

მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე