Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=712439&print=yes&view=jobs
 
IT მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: Hash Bank
გამოქვეყნდა: 03 აპრილი / ბოლო ვადა: 03 მაისი
"HashBank" არის ციფრული ბანკი, სიახლე ქართულ ბაზარზე. ვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული, რევოლუციური პროდუქტი და შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე.

ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.

პოზიციის დასახელება: IT Support Specialist
გრაფიკი: სრული, ოფისიდან.

ძირითადი ფუნქციები:

** კომპანიის თანამშრომლებისთვის ტექნიკური დახმარების გაწევა (ადგილზე და დისტანციურად);
** კომპიუტერული ტექნიკის (Desktop/Laptop), პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი) ინსტალაცია, კონფიგურაცია და დიაგნოსტიკა;
** ოპერაციული სისტემების (Windows 10/11, macOS) და საოფისე პროგრამების გამართვა;
** მომხმარებლების მართვა Active Directory-ში ან Azure AD (Entra ID)-ში (პაროლების აღდგენა, წვდომების მინიჭება);
** შიდა ქსელის (LAN/Wi-Fi) მონიტორინგი და საბაზისო პრობლემების აღმოფხვრა;
** Ticketing სისტემაში შემოსული მოთხოვნების დროული დამუშავება და რეაგირება;
** ახალი თანამშრომლებისთვის სამუშაო გარემოს მომზადება (Onboarding);
** თანამშრომლების Offboarding პროცესების უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** Windows-ის ოპერაციული სისტემების ცოდნა;
** კომპიუტერული ტექნიკის (Hardware) დეტალური ცოდნა და დაზიანების დადგენის უნარი;
** ქსელური პროტოკოლების და სერვისების საბაზისო ცოდნა (TCP/IP, DNS, DHCP, VPN);
** Microsoft 365 (Outlook, Teams, OneDrive) საბაზისო ცოდნა;
** Google Workspace: საოფისე პროგრამების, Outlook-ის და ღრუბლოვანი სერვისების ადმინისტრირება.
** დისტანციური მხარდაჭერის ხელსაწყოების ფლობა (TeamViewer, AnyDesk, RDP);
** iOS და Android: კორპორატიული ფოსტის (Outlook) და უსაფრთხოების სერტიფიკატების დაყენება მობილურ მოწყობილობებზე;
** Helpdesk სისტემებთან მუშაობა: გამოცდილება ისეთ პროგრამებთან, როგორიცაა Jira Service Management, Zendesk ან მსგავსი;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (ტექნიკურ დონეზე);

უნარები და კომპეტენციები:

** პრობლემის სწრაფად იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი (Troubleshooting);
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და რამდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ჩაითვლება უპირატესობად:

** შესაბამისი სერტიფიკატების ფლობა (CompTIA A+, CCNA, Microsoft Fundamentals);
** ITIL ან მსგავსი ტიპის სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესად;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: career@hashbank.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: IT Support Specialist.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 3 მაისი 2026.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: career@hashbank.ge

სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია