Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=712438&print=yes&view=jobs
 
IT აპლიკაციების მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT აპლიკაციების მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: Hash Bank
გამოქვეყნდა: 03 აპრილი / ბოლო ვადა: 03 მაისი
"HashBank" არის ციფრული ბანკი, სიახლე ქართულ ბაზარზე. ვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული, რევოლუციური პროდუქტი და შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე.

ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.

პოზიციის დასახელება: IT Application Support Specialist
გრაფიკი: სრული, ოფისიდან.

ძირითადი ფუნქციები:

** ბანკის კლიენტებისა და შიდა მომხმარებლების მიერ ქოლ-ცენტრისა და სხვა საკომუნიკაციო არხების მეშვეობით დაფიქსირებული პრობლემების მიღება და ანალიზი;
** რეალურ გარემოში დაფიქსირებული ტექნიკური ხარვეზების დეტალური გამოკვლევა და მათი გამომწვევი ძირეული მიზეზების იდენტიფიცირება;
** MS SQL Server-ის გამოყენებით მონაცემთა ანალიზისა და საჭიროების შემთხვევაში მონაცემთა კორექციის განხორციელება;
** კომპანიის შიდა სტანდარტებისა და უფლებამოსილების ფარგლებში პრობლემების აღმოფხვრა ან დროებითი ტექნიკური გადაწყვეტის (workaround) განხორციელება;
** მონაცემთა ანალიზისა და კორექციისთვის SQL მოთხოვნების (queries) შესრულება;
** IT ადმინისტრატორებთან, პროგრამული განვითარების გუნდებთან, ვენდორებთან და სხვა ტექნიკურ ჯგუფებთან თანამშრომლობა პრობლემების დროული და ეფექტური მოგვარების მიზნით;
** პრობლემების, ჩატარებული ანალიზისა და მიღებული გადაწყვეტილებების სრულყოფილი დოკუმენტირება შესაბამის სისტემებში;
** პროგრამული განვითარების და პროდუქტის გუნდებისთვის რეგულარული ტექნიკური უკუკავშირის მიწოდება აპლიკაციების გაუმჯობესების მიზნით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება კომპიუტერულ მეცნიერებებში, ინფორმაციულ ტექნოლოგიებში ან მონათესავე სფეროში (სასურველია);
** აპლიკაციების მხარდაჭერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** Microsoft SQL Server-ზე დაფუძნებულ სისტემებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** ტექნიკური პრობლემების ანალიზისა და ეფექტური გადაწყვეტის უნარი;
** ტექნიკურ გუნდებთან ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარი;
** ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოებისა და მხარდაჭერის ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება;
** IT სერვისების მართვის პრინციპების ცოდნა;
** ინგლისური და ქართული ენების ცოდნა (სავალდებულო);

უნარები და კომპეტენციები:

** ძლიერი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი სხვადასხვა ტექნიკურ გუნდებთან;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: career@hashbank.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: IT application Support Specialist.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 3 მაისი 2026.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: career@hashbank.ge

სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია