Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=712416&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერი
მომწოდებელი: Tempo Holding
გამოქვეყნდა: 03 აპრილი / ბოლო ვადა: 03 მაისი
ჩვენს შესახებ:

"Tempo Holding" - სამშენებლო და დეველოპერული კომპანია, რომელიც აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურას, ხარისხიან მშენებლობასა და პასუხისმგებლობიან მიდგომას ქალაქის განვითარებაში. ჩვენი მიზანია, შევქმნათ მაღალი კლასის საცხოვრებელი სივრცეები, რომლებიც პასუხობს არა მხოლოდ დღევანდელ, არამედ სამომავლო მოთხოვნებსაც.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე.

ვეძებთ მოტივირებულ, შედეგზე ორიენტირებულ და კომუნიკაბელურ კანდიდატს, რომელიც ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება.

ადგილმდებარეობა: ბათუმი
სფერო: დეველოპმენტი / სამშენებლო სექტორი

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის მიერ დაყენებული მოთხოვნის/პრობლემის იდენტიფიცირება, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან გადამისამართება და მოთხოვნის დროული შესრულების მონიტორინგი;
** მომხმარებლის მიერ, მოთხოვნილი ბინის სქემის შემუშავების/ცვლილების კოორდინაცია - ინფორმაციის მიწოდება არქიტექტორთან და მხარეებს შორის შეთანხმება;
** სხვადასხვა დოკუმენტაციის უზრუნველყოფა, მათ შორის გადახდის გრაფიკის ცვლილება;
** სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ მომხმარებლის დროული ინფორმირება;
** მომხმარებლის მონაცემების ასახვა მონაცემთა ბაზაში და CRM-ში;
** მომსახურების პროცესის გაუმჯობესების მიზნით ახალი იდეების გენერირება.
** თითოეულ მესაკუთრესთან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების უზრუნველყოფა;
** თითოეული მესაკუთრის სახელზე კომუნალური სერვისების - ბუნებრივი აირის, წყლისა და ელექტროენერგიის - ინდივიდუალური აბონირების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება უძრავი ქონების ან გაყიდვების სფეროში (სამშენებლო/დეველოპერული კომპანიაში);
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (საკომუნიკაციო დონეზე - აუცილებლად);
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
** გაყიდვებზე ორიენტირებული აზროვნება და შედეგზე ფოკუსირება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** საოფისე პროგრამების (MS Office, CRM სისტემები) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

რას გთავაზობთ:

** ფიქსირებული ხელფასი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** თანამედროვე სამუშაო გარემო ბათუმში;
** მეგობრული და მზარდი გუნდი.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი - 40 საათი კვირაში / 5 სამუშაო დღე;
** სამუშაო ადგილი - ბათუმი, ძველი ბათუმის უბანი

განაცხადის წარდგენა:

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე hr@tempoholding.ge, ხოლო საგნის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება -გაყიდვების მენეჯერი.

გაცნობებთ, რომ ინფორმაციის ელ. ფოსტაზე გაგზავნის გზით, თქვენ ადასტურებთ თანხმობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. გამოგზავნილი რეზიუმეები ინახება კომპანიაში არა უმეტეს 6 თვისა. ამასთან, თქვენი კანდიდატურა შესაძლოა განხილული იქნას სხვა შესაბამის პოზიციაზეც.

"ტემპო ჰოლდინგი" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია