Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=712404&print=yes&view=jobs
 
ექიმი-რადიოლოგი - ულტრასონოგრაფია
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექიმი-რადიოლოგი - ულტრასონოგრაფია
მომწოდებელი: ეროვნული სკრინინგ ცენტრი
გამოქვეყნდა: 03 აპრილი / ბოლო ვადა: 03 მაისი
ა (ა)იპ "ეროვნული სკრინინ-ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ექიმი-რადიოლოგის (ულტრასონოგრაფია) პოზიციაზე მობილური გუნდისთვის.

სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით.

ძირითადი მოვალეობები:

** მიიღოს პაციენტები და ჩაუტაროს მათ შესაბამისი ექოსკოპიური კვლევა;
** მონაწილეობა მიიღოს ციტოლოგიური კვლევის ჩატარების პროცესში შესაბამის სპეციალისტთან ერთად;
** დაიცვას (რადიაციული) უსაფრთხოების ნორმები;
** მონაწილეობა მიიღოს მულტიდისციპლინალური ჯგუფის შეხვედრებში;
** საჭიროების შემთხვევაში ჩაუტაროს ტრენინგები სამედიცინო პერსონალს და სტაჟიორებს;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სახელმწიფო სერტიფიკატი შესაბამის საქმიანობაში;
** სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები და უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გამართული მეტყველების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** თავაზიანობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: vacancy@gnsc.ge ამასთან გთხოვთ, საგნის ველში აუცილებლად მიუთითეთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

ა (ა)იპ "ეროვნული სკრინინგ-ცენტრი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც ეროვნული სკრინინგ-ცენტრის მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ეროვნული სკრინინგ-ცენტრის მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით). შემდგომ ეტაპებზე, შესაძლოა, დამატებით მოგეთხოვოთ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა. დასაქმების პროცესში მოპოვებულ ინფორმაციას ეროვნული სკრინინგ-ცენტრი არ გადასცემს მესამე პირებს.

თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდგომ ისინი შეიძლება დაარქივდეს ეროვნული სკრინინგ-ცენტრის საქმეთა ნომენკლატურის შესაბამისად.

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ ეროვნულ სკრინინგ-ცენტრს ელ. ფოსტაზე: info@gnsc.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია