Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=712398&print=yes&view=jobs
 
ტექნიკური სამსახურის სტაჟიორი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური სამსახურის სტაჟიორი
მომწოდებელი: პალატი
გამოქვეყნდა: 03 აპრილი / ბოლო ვადა: 03 მაისი
ჩვენ ვართ პირველი ქართული ფანერის მასშტაბური წარმოება, სადაც ფუნქციონირებს მრავალფეროვანი და თანამედროვე საწარმოო დანადგარები.

ვაცხადებთ სტაჟირების პროგრამას ტექნიკური სამსახურის მიმართულებით, რაც წარმოადგენს შესაძლებლობას პრაქტიკაში შეისწავლოთ დანადგარების მოვლა-პატრონობა და მექანიკური პროცესები.

სტაჟიორი იმუშავებს ტექნიკური სამსახურის გუნდის მხარდაჭერით და ჩართული იქნება ყოველდღიურ ტექნიკურ სამუშაოებში.

ძირითადი მოვალეობები:

** ტექნიკური გუნდის მხარდაჭერა დანადგარებისა და მოწყობილობების მოვლა-პატრონობაში;
** დანადგარების მუშაობის მონიტორინგში მონაწილეობა;
** მცირე სარემონტო სამუშაოებში დახმარება (ზედამხედველის მითითებით);
** მექანიზმებისა და კვანძების დაშლა-აწყობის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** გაუმართაობების იდენტიფიცირებაში დახმარება;
** ინსტრუმენტებთან მუშაობაში ჩართვა და მათი სწორად გამოყენების სწავლა;
** სამუშაო სივრცის მოწესრიგება და ინსტრუმენტების მოვლა;
** უსაფრთხოების, შრომის და ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვა;
** შესრულებული სამუშაოების შესახებ მარტივი რეპორტინგი ხელმძღვანელთან;
** ტექნიკური ცოდნის ეტაპობრივი მიღება და პრაქტიკაში გამოყენება.

მოთხოვნები:

** ტექნიკური მიმართულებით განათლება (საშუალო პროფესიული ან უმაღლესი — შესაძლებელია სტუდენტი);
** საბაზისო ტექნიკური ცოდნა ან მისი სწრაფად ათვისების სურვილი;
** მოწყობილობებისა და მექანიზმების მუშაობის პრინციპების მიმართ ინტერესი;
** სასურველია ინსტრუმენტებთან მუშაობის საბაზისო უნარები;
** სასურველია წარმოებაში მუშაობის გამოცდილება (პრაქტიკა/სტაჟირება), თუმცა არ არის სავალდებულო;
** დისციპლინა, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ფიზიკური გამძლეობა და საწარმოო გარემოში მუშაობის მზადყოფნა;
** უსაფრთხოების ნორმების და საწარმოო დისციპლინის დაცვის მზადყოფნა;
** სწავლისა და განვითარების მაღალი მოტივაცია.

პირობები:

** სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვემდე;
** სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში — დასაქმების პერსპექტივა;
** სამუშაო გრაფიკი - სრული ან ნახევარი;
** სამუშაო ადგილი: რუსთავი, მაზნიაშვილის 4;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა თანამედროვე საწარმოო გარემოში.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: HR@palatillc.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე — 511 104 113, 511 251 015;

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესის წარმოების მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია