|
დასახელება:
ღამის ცვლის უნივერსალური ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
Domino`s Pizza
|
|
გამოქვეყნდა: 03 აპრილი
/ ბოლო ვადა: 03 მაისი
|
"დომინოს პიცა" (Domino`s Pizza) ამერიკული მრავალეროვნული პიცის სარესტორნო ქსელია, რომელიც დაარსდა 1960 წელს და დღემდე ინარჩუნებს ლიდერ პოზიციას.
საქართველოში წარმოდგენილია 2015 წლიდან და აერთიანებს რვა ფილიალს. კომპანიის გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ კანდიდატს.
გამოცდილება არ არის აუცილებელი, შერჩეული კანდიდატები ადგილზე შეისწავლიან საქმიანობას და გაივლიან ტრენინგებს.
პოზიცია: ღამის ცვლის უნივერსალური ოპერატორი
ადგილმდებარეობა: ქალაქი ბათუმი
სამუშაო გრაფიკი:
** 2/2 - ორი დღე მუშაობა, ორი დღე დასვენება
** ან 1/3 - 1 დღე მუშაობა, შემდეგი 2 დღე დასვენება
სამუშაო საათები: 02:00 - 10:00 (8-საათიანი ცვლა)
ფუნქცია-მოვალეობები:
** მენიუს ზედმიწევნით ცოდნა და პროდუქციის შესაბამისად მომზადება
** პიცის აწყობა, მომზადება
** პროდუქციის ვადების კონტროლი
** თანამდებობასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება
ჩვენ გთავაზობთ:
** ანაზღაურებად სტაჟირებას და სწავლებას ნულიდან
** დამატებითი სამუშაო საათების ანაზღაურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** გრძელვადიან თანამშრომლობას
** კარიერულ განვითარებას - პოზიციური და ფინანსური წინსვლის პერსპექტივას
** ფასდაკლებას სპორტულ დარბაზებში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
** სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
უნარ-ჩვევები:
** ენერგიული
** აქტიური
** პოზიტიური
** პუნქტუალური
** შრომისმოყვარე
** ყურადღებიანი და მობილიზებული
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ ფორმა: https://forms.gle/cV1DjXt6v7CDq9hUA ან გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@dominosteam.ge და წერილის თემაში (Subject-ში) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ღამის ცვლის უნივერსალური ოპერატორი" ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 577 329 886.
ვაკანსიაზე დაინტერესების შესახებ ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანია "დომინო`ს პიცა"-მ დაამუშავოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები მათი მოწოდებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია, დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და ვაკანსიის განახლების შემთხვევაში დაგიკავშირდეთ.
პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გამოხმობასთან დაკავშირებით მოგვწერეთ ამავე ელ. ფოსტაზე.
გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!
|
|
|
|