Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=712380&print=yes&view=jobs
 
პრისელერი - თბილისი, რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრისელერი
მომწოდებელი: ბუდგეთი
გამოქვეყნდა: 03 აპრილი / ბოლო ვადა: 03 მაისი
სადისტრიბუციო კომპანია შპს "ბუდგეთ"-ი აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე, თბილისისა და რუსთავის ქსელზე.

კომპანია ორიენტირებულია თანამშრომელთა ინტერესების დაცვაზე და იძლევა კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

კომპანია სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს:

** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი
** თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს
** პროფესიონალ და მეგობრულ გუნდს
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას
** შრომის ჯანსაღ და უსაფრთხო პირობებს
** ანაზღაურებად შვებულებას

მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება
** დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება (ანალოგიურ პოზიციაზე)
** დახასიათება წინა სამსახურიდან
** საკუთარი ავტომობილი
** ავტომობილის მართვის მოწმობა - B კატეგორია

კომპანია უზრუნველყოფს: საწვავს და პროდუქციას

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი
** ახალი ობიექტების ათვისების უნარი
** ფინანსურ დოკუმენტებთან მუშაობის უნარი
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი

მოვალეობები:

** შეკვეთების გაკეთება სავაჭრო ობიექტებში გაწერილი მარშრუტის მიხედვით
** სავაჭრო ობიექტებიდან თანხის დროული ამოღება
** სამუშაო დღის ბოლოს ობიექტებიდან ამოღებული თანხების სალაროში შეტანა
** მის სარგებლობაში მყოფი ავტომანქანის გამართული მუშაობისა და ჰიგიენის კონტროლი
** სალაროს აპარატზე და ზედნადებზე მუშაობა (არ ცოდნის შემთხვევაში შევასწავლით)

ანაზღაურება:

** პრისელერის ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
** სამუშაო გრაფიკი: სრული, შაბათ-კვირა დასვენება

დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: +995 597 116 465 ან გადმოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: alex@budgetgeo.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია