Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=712379&print=yes&view=jobs
 
შეფ-მზარეული - თელავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შეფ-მზარეული
მომწოდებელი: Esquisse Boutique Hotel Telavi
გამოქვეყნდა: 03 აპრილი / ბოლო ვადა: 03 მაისი
"Esquisse Boutique Hotel Telavi" - მდებარეობს თელავის გულში, კახეთის ისტორიული და კულტურული ცენტრის შუაგულში. სასტუმრო გთავაზობთ კომფორტისა და ქართული სტუმართმოყვარეობის იდეალურ შერწყმას.

სასტუმროს აქვს 57 უნიკალური ნომერი, თითოეული განსხვავებული კულტურული თემატიკით, რაც თითოეულ სტუმარს განსხვავებულ და დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს.

Esquisse Boutique Hotel Telavi გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და დეტალებზე ზრუნვით — ის წარმოადგენს ქართული ოსტატობისა და თბილი მასპინძლობის ნამდვილ ნიმუშს.

Esquisse Boutique Hotel Telavi აცხადებს ვაკანსიას შეფ მზარეულის პოზიციაზე.

ლოკაცია: თელავი, კურდღელაურის 19.

როლის მოკლე მიმოხილვა:

ვეძებთ გამოცდილ შეფ-მზარეულს, რომელიც უხელმძღვანელებს სამზარეულოს ოპერაციებს, განახორციელებს მენიუს გაუმჯობესებას (ქართული და ევროპული სამზარეულო), უზრუნველყოფს კერძების ხარისხსა და პრეზენტაციას, მართავს Food Cost-ს და მარაგებს, და უზრუნველყოფს გუნდის ეფექტურ მუშაობას.

ძირითადი მოვალეობები:

** სამზარეულოს ყოველდღიური ოპერაციების მართვა F&B მენეჯერთან კოორდინაციით
** გუნდის ხელმძღვანელობა და განვითარება
** მენიუს შესრულება და გაუმჯობესება (ქართული და ევროპული სამზარეულო)
** კერძების ხარისხის, პრეზენტაციისა და სტანდარტების კონტროლი
** Food Cost-ის მართვა, კალკულაციები და მარაგების კონტროლი
** ჰიგიენისა და სურსათის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა (HACCP)
** პროცესების ოპტიმიზაცია და ეფექტურობის გაზრდა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 3+ წლიანი გამოცდილება შეფ-მზარეულის ან 4+ Sous Chef პოზიციაზე
** ქართული და ევროპული სამზარეულოს ცოდნა
** ძლიერი ლიდერული და მენეჯერული უნარები
** მენიუს დაგეგმვისა და Food Cost-ის კონტროლის გამოცდილება ჩვენ გთავაზობთ:
** 50% ფასდაკლება სასტუმროსა და რესტორნის სერვისებზე
** საჭიროების შემთხვევაში საცხოვრებლის უზრუნველყოფა

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: salomeshakaia@esquisse-hotel.com სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია