|
დასახელება:
ინგლისურენოვანი რეპორტიორი/რედაქტორი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს ამბები
|
|
გამოქვეყნდა: 03 აპრილი
/ ბოლო ვადა: 10 აპრილი
|
"საქართველოს ამბები" სრული სამუშაო დატვირთვით აცხადებს ვაკანსიას ინგლისურენოვანი რეპორტიორი/რედაქტორის პოზიციაზე.
ხელფასი განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით. დისტანციურად, შეთავსებით მუშაობა ან მომსახურების გაწევა არ განიხილება.
ძირითადი მოვალეობები:
** საქართველოს ამბებისთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე ახალი ამბების, მულტიმედია რეპორტაჟების, ანალიტიკური მასალების მომზადება ქართულ-ინგლისურ ენებზე
** ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა
** სხვა რეპორტიორების მიერ ქართულად მომზადებული მასალების თარგმნა, რედაქტირება ინგლისურ ენაზე და ვებგვერდზე განთავსება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა (სასაუბრო, წერითი, თარგმანი)
** უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში
** მედიაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირება
** სიახლეების ადვილად ათვისების, დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარები
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნოთ CV და თქვენს მიერ შექმნილი 2 ჟურნალისტური ნამუშევრის ბმული მისამართზე: vacancy.icn@gmail.com
სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზედაც შემოგაქვთ განაცხადი
შეგიძლიათ შეავსოთ ანკეტა: https://mtisambebi.ge/about-main/join
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2026 წლის 10 აპრილი
გასაუბრების მიზნით მხოლოდ შერჩეულ პირებს დავუკავშირდებით.
შესაძლოა, გასაუბრება ჩაინიშნოს და კანდიდატი შეირჩეს მითითებული ვადის ამოწურვამდე.
"საქართველოს ამბები" (https://sakartvelosambebi.ge) დამოუკიდებელი ონლაინგამოცემაა, რომელიც მკითხველს სთავაზობს ფაქტებზე დაფუძნებულ, მიუკერძოებელ ახალ ამბებს, ანალიტიკური და საგამოძიებო შინაარსის მედიაპროდუქტს. გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს ოთხ ენაზე - ქართულად, სომხურად, აზერბაიჯანულად და ინგლისურად. "საქართველოს ამბების" ნაწილია "მთის ამბები" (https://mtisambebi.ge) მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია საქართველოში.
|
|
|
|