Робота для біженців з України
მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: თერმოინდუსტრია
გამოქვეყნდა: 03 აპრილი / ბოლო ვადა: 03 მაისი
შპს "თერმოინდუსტრია" — გათბობა-გაგრილების, წყალგაყვანილობა-კანალიზაციის, კონდიცირების, სატუმბე სადგურებისა და ჰელიოსისტემების ერთ-ერთი ლიდერი იმპორტიორი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 40 საათი; დასვენება კვირა დღე;
** ანაზღაურება: შეთანხმებით + ბონუსი;
** ლოკაცია: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის 108;
** ბენეფიტი: კომპანია უზრუნველყოფს კვებას და ჯანმრთელობის დაზღვევას;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის შიდა გადაადგილების უზრუნველყოფა, ასევე სხვადასხვა რეგიონებში გადაზიდვები საჭიროებიდან გამომდინარე;
** დღის განმავლობაში მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქციის უსაფრთხოდ მიწოდება მისამართებზე;
** ქალაქის ქუჩებში უსაფრთხო და წესების დაცვით გადაადგილება;
** კომპანიის ავტომობილის სისუფთავის უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლების გადაადგილების უზრუნველყოფა;
** მწყობრიდან გამოსული დეტალების შეძენა და მანქანის შეკეთების პროცესის მენეჯმენტი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია მართვის მოწმობა B და C კატეგორიები;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლიანი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** ოპერატიული;

როგორ შეიტანოთ განაცხადი:

გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@thermoindustria.com
Subject-ში მიუთითეთ: მძღოლი
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 4 მაისი;

შპს "თერმოინდუსტრია" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
საქართველოს თავდაცვის კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, 17-დან 27 წლამდე მამრობითი სქესის კანდიდატის სამსახურში აყვანის წინაპირობაა:

დამსაქმებლისთვის სამსახურში აყვანამდე წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@thermoindustria.com

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე