Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=712340&print=yes&view=jobs
 
საუზმის მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საუზმის მიმტანი
მომწოდებელი: დიენთი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 03 აპრილი / ბოლო ვადა: 03 მაისი
სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია "დიენთი ჯგუფი" ეძებს გუნდის ახალ წევრს "Makmani Boutique Hotel by DNT Group-ის" საუზმის მიმტანის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მიხეილ ლერმონტოვის ქუჩა #12
სამუშაო დრო: ნახევარი განაკვეთი, კვირაში 5 დღე, 07:30-12:00
ანაზღაურება: 700 ლარი (NET)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა, სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** სერვისში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრების მიღება, მომსახურება და გაცილება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად
** მაგიდების მოწესრიგება და სერვირება სტანდარტების შესაბამისად
** კერძებისა და სასმელების შემადგენლობის ცოდნა და სტუმრებისთვის შეთავაზება

ჩვენ გთავაზობთ:

** მაღალი სტანდარტების მქონე სასტუმროში დასაქმებას
** თბილ და მეგობრულ გარემოს
** კვებით უზრუნველყოფას

დაინტერესების შემთხვევაში:

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ელ. ფოსტის მისამართზე: hr@dntgroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "საუზმის მიმტანი"

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია