Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=712306&print=yes&view=jobs
 
უნაღდო ანგარიშსწორების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უნაღდო ანგარიშსწორების სპეციალისტი
მომწოდებელი: Georgia Destination Management
გამოქვეყნდა: 03 აპრილი / ბოლო ვადა: 03 მაისი
სს "ჯორჯია დესთინეიშენ მენეჯმენტი" აცხადებს ვაკანსიას -უნაღდო ანგარიშსწორების სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანია 2010 წლიდან ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე, დაკავებულია შემომყვანი ტურიზმით და პარტნიორები ჰყავს "გალფი"-სა და "დსთ"-ის ქვეყნებში. მუშაობს B2B მიმართულებით და ასევე, საქართველოს სტუმრებს სთავაზობს ქვეყნის შიდა ტურებს. "ჯორჯია დესთინეიშენ მენეჯმენტი" აერთიანებს ორასამდე თანამშრომელს და პოზიციონირებს, როგორც ქალაქ თბილისში, ასევე ბათუმში.

სამუშაო პირობები:

გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00მდე (სტუდენტებს ვთავაზობთ ხელშეწყობას და მოქნილ გრაფიკს)
მისამართი: მერაბ კოსტავას 14 (სტამბა)
ანაზღაურება: საწყის ეტაპზე 1000 ლარი საწყის ეტაპზე (ხელზე ასაღები)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველდღიური საბანკო ოპერაციების წარმოება;
** განხორციელებული საბანკო გადარიცხვების პროგრამაში ასახვის და გადარიცხვების კონტროლი;
** კომპანიის საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის და ნაშთების კონტროლი;
** ბანკებთან კორესპონდენციის წარმოება ხელმძღვანელთან შეთანხმებით;
** პირველადი დოკუმენტაციის რეესტრის წარმოება და კონტროლი;
** შემოსავლების სამსახურის პორტალზე ატვირთული სასაქონლო ზედნადებების კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საბუღალტრო, ფინანსური ან ეკონომიკური მიმართულებით ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე hr@gdm.ge აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება!

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია