Робота для біженців з України
მობინადრეებზე ზრუნვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მობინადრეებზე ზრუნვის მენეჯერი
მომწოდებელი: თეთრი კვადრატი
გამოქვეყნდა: 03 აპრილი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
"თეთრი კვადრატი" არის ბიქეი ჰოლდინგში შემავალი დეველოპერული კომპანია.

ბიქეი ჰოლდინგი აერთიანებს სამშენებლო კომპანია "ბიქეი ქონსთრაქშენს", სამშენებლო კოლეჯ "კონსტრუქტ2"-ს და დეველოპერულ კომპანია "თეთრ კვადრატს".

"თეთრი კვადრატი" აცხადებს ვაკანსიას მობინადრეებზე ზრუნვის მენეჯერის პოზიციაზე.

ბინის შეძენის შემდეგ, ბინის ჩაბარების ჩათვლით მობინადრეებთან კომუნიკაციის სრული ციკლის მართვა.

 ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში შემუშავებული გაიდლაინის მიხედვით მობინადრეებთან კომუნიკაცია;
** მომხმარებლის საჭიროების დადგენა და საკითხის შესაბამის განყოფილებაში გადამისამართება/განხილვა/მოგვარება;
** მობინადრეებთან დარეკვა/მიწერა და სხვადასხვა ინფორმაციის მიწოდება, მათ შორის ოფისში დაბარება შესაბამის საკითხებზე;
** კლიენტის ცვლილების, გრაფიკის ცვლილების, შიდა გეგმარებებისა და სხვა საკითხების დოკუმენტირება, ასახვა პროგრამაში;
** შესაბამისი ბაზების წარმოება;
** განვადების გრაფიკების მონიტორინგი;
** ბინების გადაბარების პროცესის განკარგვა;
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
** მუშაობა შიდა CRM პროგრამაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** დეველოპერულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გამართულად კომუნიკაციის უნარი - ზეპირი და წერილობითი;
** ორგანიზებულად მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა, დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო განაკვეთი: სრული.

გთხოვთ დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე hr@w2.ge და "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 30 აპრილი, 2026 წელი.

გაცნობებთ, რომ თქვენი მონაცემები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე