Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=712216&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ოფისმარტი
გამოქვეყნდა: 02 აპრილი / ბოლო ვადა: 02 მაისი
"OfficeMart" უკვე 13 წელია ემსახურება საშუალო და მსხვილ ბიზნესებს და ქმნის გამორჩეულ გამოცდილებას კორპორატიული ვაჭრობის სფეროში. ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს ყოველდღიური საოფისე, ჰიგიენური, საკუჭნაო და სხვა საჭიროებების სწრაფად, მარტივად და სისტემურად მოგვარებაში.

ეს ვაკანსია თქვენთვისაა, თუ გსურთ იმუშაოთ გარემოში, სადაც დაფასდება შედეგზე ორიენტირებულობა, კომუნიკაციის უნარი, პასუხისმგებლობა და განვითარებაზე ფოკუსი. ჩვენ ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც იმუშავებს როგორც ახალი მომხმარებლების მოზიდვაზე, ასევე არსებულ კომპანიებთან ურთიერთობის გაღრმავებაზე და გაყიდვების ზრდაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (შაბათ-კვირის გარდა)
** ანაზღაურება: 1500₾ + ბონუსი

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას
** ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობის შესაძლებლობას
** კომპანიის პროდუქციაზე სპეციალურ ფასდაკლებას
** დინამიურ, თანამედროვე და შედეგზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი კორპორატიული მომხმარებლების მოძიება და მოზიდვა
** პოტენციურ და არსებულ მომხმარებლებთან შეხვედრების, ზარებისა და კომუნიკაციის მართვა
** მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი შეთავაზებების მომზადება
** კომერციული შეთავაზებების წარდგენა და მოლაპარაკებების წარმართვა
** გაყიდვების გეგმის შესრულებაზე მუშაობა
** არსებულ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარება
** CRM / შიდა სისტემებში ინფორმაციის სწორად და დროულად დაფიქსირება
** ბაზრის, კონკურენტებისა და მომხმარებლის მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის შეგროვება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართულ ენაზე გამართული მეტყველება
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი
** გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება იქნება უპირატესობა
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა
** ენერგიულობა, ინიციატივიანობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა

თუ გსურთ გახდეთ ახალგაზრდა, თანამედროვე და დინამიური გუნდის წევრი, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება განვითარებას, ურთიერთობებს, შედეგს და მომხმარებლისთვის რეალური ღირებულების შექმნას, ველით თქვენს რეზიუმეს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: n.tumanishvili@officemart.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია