Робота для біженців з України
კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ანდაზი
გამოქვეყნდა: 02 აპრილი / ბოლო ვადა: 02 მაისი
საყოფაცხოვრებო ტექსტილის იმპორტიორი და მატრასების მწარმოებელი კომპანია "ანდაზი" აცხადებს ვაკანსიას შოურუმის კონსულტანტის პოზიციაზე

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი - კვირაში 5 დღე, 8-საათიანი სამუშაო გრაფიკი + 1 საათი შესვენება
სამუშაო ადგილი: დიღომი, თბილისი პავილიონი-ავეჯის მოლი, დავით აღმაშენებლის 68

ძირითადი მოვალეობები:

** შოურუმის ვიზიტორებთან კონსულტაცია და პროდუქციის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებელთან კომუნიკაცია სოციალური ქსელებით;
** მოწესრიგებული სავაჭრო სივრცის უზრუნველყოფა;
** სალაროსთან მუშაობა.

აუცილებელი უნარები და პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა და შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა და ენერგიულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: 900 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: jobs@august.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: კონსულტანტი ანდაზი

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ "ანდაზი" დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს დასაქმების მიზნით და შეინახავს მას 6 თვის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე