|
დასახელება:
ჩამოსხმის ხაზის მექანიკოსი
|
| მომწოდებელი:
ტიფლისსკი ვინნი პოგრები
|
|
გამოქვეყნდა: 02 აპრილი
/ ბოლო ვადა: 02 მაისი
|
ღვინის კომპანია "ტიფლისსკი ვინნი პოგრები" აცხადებს ვაკანსიას ჩამოსხმის ხაზის მექანიკოსის თანამდებობაზე, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ჩამოსხმის ხაზის გამართულად მუშაობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ჩამოსხმის ხაზის მომსახურება;
** ხაზის გადაწყობა შესაბამის ბოთლზე და კომპლექტაციაზე,
** პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება;
** ახაზის ტექნიკური დათვალიერება და შეფასება;
** აუცილებელი სათადარიგო ნაწილების რეზერვში ქონა.
მოთხოვნები:
** ტექნიკური განათლება, სასურველია ელექტრო-ტექნიკური განხრით;
** ჩამოსხმის ხაზის ტექნიკური ცოდნა;
** გამოცდილება ჩამოსხმის ხაზის მექანიკოსად მუშაობის;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაციის უნარები;
სამუშაოზე მიღება მოხდება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით.
შრომის ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით.
ღვინის კომპანია მდებარეობს ლილოში, იუმაშევის ქ. №27.
სამუშაო გრაფიკი: 5 დღიანი სამუშაო კვირა (ორშაბათიდან -პარასკევის ჩათვლით) 09.00
საათიდან 18.00 საათამდე ერთსაათიანი შესვენებით. ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება დამატებით.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: medea@dionis.ge.
საკონტაქტო ტელეფონი 591 40 22 33
|
|
|
|