Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=712158&print=yes&view=jobs
 
მექანიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მექანიკოსი
მომწოდებელი: ჯეო ტექნიკსი
გამოქვეყნდა: 02 აპრილი / ბოლო ვადა: 02 მაისი
კომპანია "ჯეო ტექნიკსი" 2017 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს ტვირთების ტრანსპორტირება და სპეცტექნიკის გაქირავება/რეალიზაცია.

კომპანია "ჯეო ტექნიკსი" აცხადებს ვაკანსიას მექანიკოსის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილი #142
სამუშაო გრაფიკი: სრული (09:00-18:00)

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის საკუთრებაში არსებული ტექნიკის (JCB; ავტოკრანი; სასაწყობე დამტვირთველი და ა.შ.) დიაგნოსტიკა
** კომპანიის სარგებლობაში არსებული ტექნიკის შეკეთება და გამართულობაზე ზრუნვა
** კომპანიის საკუთრებაში არსებული ტექნიკის შეკეთება როგორც ადგილზე, ასევე სხვადასხვა ობიექტზე
** ტექნიკისთვის რეგულარული სერვისების ჩატარება
** ანგარიშგება ხელმძღვანელთან

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** მართვის მოწმობა B კატეგორიის

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სამუშაოს დაგეგმვის და დადგენილ ვადებში შესრულების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კორპორატიული ნომერი
** სახელფასო დანამატები

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@geotechnics.ge და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება (მექანიკოსი).

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მისი პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობას აღნიშნული მონაცემების დამუშავებაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისთვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება 6 თვის ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია