|
დასახელება:
იურისტი
|
| მომწოდებელი:
ჭიათურმანგანუმ ჯორჯია
|
|
გამოქვეყნდა: 02 აპრილი
/ ბოლო ვადა: 02 მაისი
|
შპს "ჭიათურმანგანუმ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
სამუშაო საათები: 10:00-19:00 (ორშაბათი-პარასკევი)
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი)
იურისტის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:
** უცხოენოვან კონტრაქტებთან მუშაობა
** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული შიდა ნორმატიული აქტებისა და ხელშეკრულებების პროექტების მომზადება
** სხვადასხვა უწყებებიდან შემოსული დოკუმენტაციისა და დოკუმენტაციის პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა
** სასამართლო და ადმინისტრაციულ ორგანოებთან, მათ შორის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან ურთიერთობა და წარმომადგენლობა კომპანიის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით
** სხვა იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებული დავალებების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად
მოთხოვნები:
** ანალოგიურ თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება
** სამართლის ბაკალავრის ხარისხი
** კომპიუტერული პროგრამების (MS Word, MS Excel) ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
პიროვნული თვისებები:
** კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა
** პუნქტუალურობა
** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კვებით უზრუნველყოფა
ანაზღაურება: შეთანხმებით
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: chiaturmanganum@hotmail.com და სათაურში მიუთითოთ იურისტი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
|
|
|
|