Робота для біженців з України
ბარისტა/მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარისტა/მიმტანი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 02 აპრილი / ბოლო ვადა: 02 მაისი
ვეძებთ ენერგიულ და კომუნიკაბელურ გუნდის წევრს ჩვენს ვინტაჟურ კოფი-შოპსა და ჭაჭა-ბარში!

ვაკანსია: ბარისტა/მიმტანი (უნივერსალური პოზიცია)

ჩვენთან დაგხვდებათ ძალიან მეგობრული და მრავალფეროვანი გარემო: დღის საათებში სასიამოვნო სიწყნარე ქოვორქინგისთვის, ხოლო საღამოობით - ბევრი მუსიკა და მაგარი გართობა.

ანაზღაურება 1300 ლარი.
განაკვეთი: სრული 09:00-დან 17:00-მდე და 17:00-დან 01:00-მდე. კვირაში 2 დღე დასვენება.

ძირითადი მოვალეობები:

** ყავისა და სხვა უალკოჰოლო სასმელების მომზადება
** სტუმრებისთვის ბართან სასმელების (მათ შორის, ჭაჭის) დასხმა და მიწოდება
** მაგიდების მომსახურება - დარბაზში სტუმრებისთვის სასმელებისა და ჩვენი მცირე მენიუს კერძების (მაგალითად: ქუქისების, ჰუმუსის და სხვა სნექების) მიტანა

სამუშაო გრაფიკი და პირობები:

აუცილებელია მზადყოფნა იმუშაოთ მოქნილი გრაფიკით, რომელიც მოიცავს ორ სხვადასხვა ცვლას:

** დღის ცვლა: 09:00 - 17:00
** ღამის ცვლა: 17:00 - 01:00

ვის ვეძებთ?

ვეძებთ ადამიანს, რომელსაც მარტივად შეუძლია მოერგოს როგორც მშვიდ, ისე დინამიურ სამუშაო რიტმს, უყვარს სტუმრებთან ურთიერთობა და არ აშინებს მრავალფეროვანი დავალებების შესრულება.

უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება დიდ უპირატესობად.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე შემდეგ მისამართზე: mrgeorgemail@gmail.com ან მოგვწერეთ WhatsApp-ზე: +995 555 053330.

მისამართი: ქ. თბილისი, ეგნატე ნინოშვილის ქუჩა
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე