Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=712104&print=yes&view=jobs
 
საწარმოს მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწარმოს მენეჯერი
მომწოდებელი: Dro Fresh Bar
გამოქვეყნდა: 02 აპრილი / ბოლო ვადა: 02 მაისი
"Dro Fresh Bar" არის ჯანსაღი კვების კონცეფციის ბარი, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ დავნერგოთ ჯანსაღი და ხარისხიანი კვება საქართველოში.

ვაკანსია: საწარმოს მენეჯერი

ლოკაცია: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (10:00-19:00)

ჩვენ ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და გამოცდილ წარმოების მენეჯერს, რომელიც მართავს კვების წარმოების პროცესს, უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხს, სტანდარტების დაცვას და ოპერაციების გამართულ მუშაობას.

ძირითადი მოვალეობები:

** წარმოების ყოველდღიური პროცესის დაგეგმვა და მართვა
** პროდუქციის ხარისხისა და სტანდარტების კონტროლი
** რეცეპტურებისა და ტექნოლოგიური პროცესების დაცვის მონიტორინგი
** ნედლეულის მარაგების კონტროლი და დანაკარგების შემცირება
** წარმოების გუნდის მართვა: თანამშრომლების განაწილება, კონტროლი და შეფასება
** საწარმოში მიმდინარე ოპერაციების უწყვეტობის უზრუნველყოფა
** ჰიგიენისა და სურსათის უვნებლობის ნორმების დაცვა
** წარმოების ეფექტიანობის ზრდაზე მუშაობა
** პრობლემების დროული იდენტიფიცირება და გადაჭრა
** მენეჯმენტისთვის რეგულარული ანგარიშგების მომზადება-
** წარმოების პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის Fina პროგრამაში შეყვანა და კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია კვების წარმოებაში)
** კვების წარმოების პროცესების კარგი ცოდნა
** ხარისხის კონტროლის და ჰიგიენური ნორმების ცოდნა
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდის მართვის გამოცდილება
** სწრაფ და დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი
** პრობლემების გადაჭრის უნარი
** Microsoft Office-ის საბაზისო ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** მეგობრულ და პროფესიულ გუნდს

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: drohealthy@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია