|
დასახელება:
ოპერაციული კოორდინატორი
|
| მომწოდებელი:
Dreamland Oasis Chakvi
|
|
გამოქვეყნდა: 02 აპრილი
/ ბოლო ვადა: 02 მაისი
|
"Dreamland Oasis Chakvi" წარმოადგენს საქართველოში პირველ, პრემიუმ კლასის დასასვენებელ და საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც მდებარეობს დაბა ჩაქვში, აჭარის ულამაზეს მთიანეთსა და შავი ზღვის სანაპიროს შორის. კომპლექსი აერთიანებს პრემიუმ კატეგორიის სასტუმროს, საცხოვრებელ აპარტამენტებს, ასევე გართობისა და დასვენებისათვის განკუთვნილ სივრცეებს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:
** https://www.linkedin.com/company/4870928/admin/
** https://www.facebook.com/dreamlandoasishotel/?ref=pages_you_manage
** https://www.instagram.com/dreamlandoasis_chakvi/
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ოპერაციული კოორდინატორის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო ადგილი: ჩაქვი
უშუალო ხელმძღვანელი: უფროსი ოპერაციული კოორდინატორი
პოზიციის შესახებ:
ამ როლის მიზანია შენობის საინჟინრო და ინფრასტრუქტურული სისტემების უწყვეტი მუშაობის მონიტორინგი. ოპერატორი არის დამაკავშირებელი რგოლი შემოსულ მოთხოვნებსა და ტექნიკურ ჯგუფებს შორის, რომელიც უზრუნველყოფს, რომ არცერთი ხარვეზი არ დარჩეს რეაგირების გარეშე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** BMS და სისტემური მონიტორინგი - შენობის მართვის სისტემის (BMS) მუდმივი მეთვალყურეობა; შეტყობინებების, სიგნალებისა და ალარმების კონტროლი; საინჟინრო სისტემების ავტომატური ჩართვა/გამორთვის გრაფიკების ზედამხედველობა და საჭიროებისას მათი დისტანციური მართვა.
** ტექნიკური მიმართვების მართვა - შემოსული მოთხოვნების მიღება, რეგისტრაცია, კატეგორიზაცია და მათი გადანაწილება შესაბამის პასუხისმგებელ პერსონალზე.
** რეაგირების კონტროლი და ესკალაცია - ავარიული და პრიორიტეტული მიმართვების ვადების მონიტორინგი; კრიტიკული ინციდენტების ან შეფერხებების შესახებ ხელმძღვანელობის დაუყოვნებლივი ინფორმირება.
** კოორდინაცია და კომუნიკაცია - საინჟინრო ქვედანაყოფებს შორის კავშირის უზრუნველყოფა ავარიული რეჟიმის დროს; პასუხისმგებელი პირებისგან სამუშაოს სტატუსის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა.
** ანგარიშგება და დოკუმენტირება - ცვლის ჟურნალების წარმოება, ტექნიკური მიმართვების ჩანაწერების აღრიცხვა და ოპერაციული რეპორტების მომზადება.
** უსაფრთხოება და რეგულაციები - შიდა რეგულაციების, ტექნიკური პრიორიტეტებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა; საფრთხის აღმოჩენისას მყისიერი რეაგირება.
საჭირო კვალიფიკაცია, ცოდნა, თვისებები & უნარები:
** ტექნიკური განათლება ან შესაბამისი პრაქტიკული მომზადება.
** ოპერაციული კოორდინაციის, დისპეტჩერიზაციის, BMS მონიტორინგის, ტექნიკური სერვისების კოორდინაციის ან მონათესავე სფეროში მუშაობის გამოცდილება სასურველია.
** ცვლით რეჟიმში მუშაობის გამოცდილება და გადაუდებელ სიტუაციებში სწორი რეაგირების უნარი.
** საინჟინრო სისტემების, BMS სიგნალების, ალარმების და ოპერაციული ანგარიშგების საბაზისო ცოდნა.
** სწრაფი კომუნიკაციის, ინფორმაციის დამუშავებისა და კოორდინაციის უნარი.
შერჩევის ეტაპები:
** განაცხადების გადარჩევა
** გასაუბრება
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@dreamland.ge და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ოპერაციული კოორდინატორი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
აპლიკანტის ინფორმირება:
მე, როგორც აპლიკანტი, ჩემი სააპლიკაციო განაცხადის ან/და რეზიუმეს (CV) შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნით ვადასტურებ, რომ შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მხრიდან ინფორმირებული ვარ შემდეგზე:
1. ჩემ მიერ მიწოდებულ პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს შპს "დრიმლენდ ოაზისი" (ტელ: 032 247 22 33).
2. ჩემი პერსონალური მონაცემები, შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ მუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" (ჩემთან გარიგების დასადებად) და "კ" (ჩემი რეზიუმეს განსახილველად) ქვეპუნქტების საფუძველზე, ჩემთან სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.
3. ჩემ მიერ პერსონალური მონაცემების მიწოდება სავალდებულოა/აუცილებელია ჩემი კანდიდატურის განსახილველად, ხოლო, მიუწოდებლობა წარმოადგენს შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ ჩემი კანდიდატურის განხილვაზე უარის თქმის საფუძველს.
4. შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერია შპს "დატაპრო" (ტელ: +995 595 018 956).
5. ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში ჩართულია იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელსაც ეკუთვნის ვაკანსია და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული შერჩევის პროცესში. თითოეულ მათგანს გაცნობიერებული აქვს პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობა და ნაკისრი აქვს მათი დაცვის ვალდებულება.
6. შპს "დრიმლენდ ოაზისი" არ გეგმავს ჩემი პერსონალური მონაცემების სხვა პირებისათვის გადაცემას, მათ შორის საერთაშორისო გადაცემას.
7. ჩემი პერსონალური მონაცემები ინახება ჩემ მიერ მისი მიწოდებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) წლისა, ხოლო, ჩემთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მიღებული იქნება დამატებითი გადაწყვეტილება ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადებთან დაკავშირებით.
8. მაქვს შემდეგი უფლებები: მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება; მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების მოთხოვნის უფლება; მონაცემების დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების მოთხოვნის უფლება; მონაცემთა დაბლოკვის მოთხოვნის უფლება; მონაცემთა გადატანის მოთხოვნის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების და აღნიშნული კანონით დადგენილი წესების შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ დარღვევის შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში ან სასამართლოში გასაჩივრების უფლება.
|
|
|
|