|
დასახელება:
ექსპორტ-იმპორტისა და ლოჯისტიკის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ემტექი
|
|
გამოქვეყნდა: 02 აპრილი
/ ბოლო ვადა: 25 აპრილი
|
შპს "ემტექი", როგორც სამედიცინო აპარატურისა და მოწყობილობების დისტრიბუტორი კომპანია აცხადებს ვაკანსიას - ექსპორტ-იმპორტისა და ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.
შპს "ემტექი"/M-Tech, რომელიც ბაზარზე აქტიურად ოპერირებს 2008 წლიდან დინამიური ზრდით, უზრუნველყოფს სათანადო დანადგარების, მასალების იმპორტსა და მიწოდებას მსოფლიოში ცნობილი სანდო მწარმოებლებისგან.
დამატებითი ინფორმაცია: https://mtech.ge/ge
ფუნქცია-მოვალეობები:
** კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება მიწოდების ჯაჭვის სრულ ციკლზე - პროდუქციის მოძიებიდან და შესყიდვიდან, მის დასაწყობებამდე და საჭიროებისას ექსპორტის პროცესების მათ შორის დროებითი გატანის პროცედურების წარმართვაზე, ასევე უცხოელ პარტნიორებთან და მომწოდებლებთან ურთიერთობა, ბიზნესკომუნიკაცია, მოლაპარაკებების წარმართვა პროდუქციის ხარჯთეფექტური მოწოდების უზრუნველსაყოფად;
** გაყიდვების გუნდთან თანამშრომლობა, საჭიროებისას შეკვეთების მიღება და განთავსება, მზა ტვირთების აღება-მართვა, გადამზიდავ-სატრანსპორტო კომპანიებთან კომუნიკაცია, მოლაპარაკებები, ფასების შედარება და საუკეთესო პირობების მოპოვება, ტვირთების სტატუსების მონიტორინგი, კომპანიის საწყობში მიღების უზრუნველყოფა, მარაგების მართვა;
** საბაჟო სამსახურისათვის (ექსპორტ-იმპორტთან დაკავშირებული) დოკუმენტაციის, მათ შორის სპეციალური აღრიცხვის დოკუმენტაციის მომზადება, სხვა ჩართულ რგოლებთან კომუნიკაცია;
** ფინანსური ანგარიშსწორებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და მართვა;
** იმპორტირებულ-ექსპორტირებული საქონლის აღრიცხვა და ანგარიშგების წარმოება;
** საზღვარგარეთ და ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის შეკვეთა, მიღების მართვა, ტრანსპორტირების ორგანიზება, მონიტორინგი, კომპანიაში მიღება;
** მომწოდებლებისგან პროდუქციის საბუთების სისწორის კონტროლი, მათი ასლების მიღება, გაცნობა და შემოწმება-დადასტურება;
** საბაჟო პროცედურებისა და დოკუმენტაციის (ფარმაცევტული აღრიცხვის, ფიტო/ვეტერინარული და სხვა) მართვა და არქივაცია;
** განბაჟების დროული განხორციელება, წინასწარი, ელექტრონული თუ ადგილზე, სიტუაციის შესაბამისად;
** საწყობის გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობით მარაგების შესახებ ინფორმაციის მიღება,
** კოორდინაცია პროდუქციის მიღების, აღრიცხვისა და გაცემის პროცესში, ანალიზი, სამომავლო პროდუქციის შეკვეთების-მარაგების მართვა
** ხელმძღვანელის მხრიდან მიღებული მითითებების შესრულება (პოზიციის შესაბამისი საქმიანობის ირგვლივ), კოლეგიალური ურთიერთთანამშრომლობა, ინფორმაციის შეკრება-ანალიზი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია საფინანსო-ეკონომიკური ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** მნიშვნელოვანია ასეთივე (ან მსგავს) პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
** საგადასახადო ვებ-პორტალთან (RS) მუშაობის ცოდნა
** საოფისე პროგრამის (Excel) მაღალ დონეზე ცოდნა, ასევე სხვა საჭირო აპლიკაციების (ASYCUDA) გამოყენება
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის და გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი, სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
სამუშაო პირობები:
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ავლაბარი, ვაჟა ივერიელის ქ. 32. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სრული დატვირთვა;
ანაზღაურება: ხელფასი, ზრდადი (ხელზე - 2000.00 ლარი ან მეტი მაღალი კვალიფიკაციის, 2 წელზე მეტი გამოცდილების შემთხვევაში,); შესაძლებელია ჯანმრთელობის დაზღვევა;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ქართულ და/ან ინგლისურ ენაზე ელექტრონულ მისამართზე: info@mtech.ge და გთხოვთ რეზიუმეს გამოგზავნისას მიუთითოთ პოზიციის დასახელება (ექსპორტ-იმპორტის მენეჯერი).
|
|
|
|