|
დასახელება:
დირექტორის ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
გეა
|
|
გამოქვეყნდა: 02 აპრილი
/ ბოლო ვადა: 02 მაისი
|
ფარმაცევტული კომპანია "გეა" აცხადებს მიღებას დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე (1 საშტატო ერთეული)
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #6
სამუშაო დატვირთვა:
დადგენილი სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი - პარასკევი, 09.00 სთ-დან - 18.00 სთ - მდე.
შრომითი ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად
ძირითადი მოვალეობები:
** დირექტორის მითითებების შესრულება დადგენილ ვადებში;
** დირექტორის ელ-ფოსტის შემოწმება, მიღებული შემოთავაზებების კონტროლი და განაწილება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში.
** დოკუმენტებისა და წერილების თარგმნა;
** სტუმრების დახვედრისა და გაცილების ორგანიზება; საჩუქრების შეძენა/ორგანიზება.
** ტურისტულ სააგენტოებთან ურთიერთობა, ავია ბილეთების შეძენა, სასტუმროების შერჩევა/დაჯავშნა და ანგარიშსწორების ორგანიზება;
** საელჩოებსა და საკონსულოებთან ურთიერთობა;
** დირექტორის დავალებით სხვა ადმინისტრაციული და საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა (როგორც ზეპირი, ასევე წერითი);
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს მიენიჭება უპირატესობა
დამატებითი ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა;
კონკურსის პირობები და ეტაპები:
კონკურსი ჩატარდება 3 ეტაპად, რის შემდეგაც შეირჩევა სასურველი კანდიდატი.
** ეტაპი I- CV-ის განხილვა;
** ეტაპი II - ტესტირება ინგლისურ ენაში
** ეტაპი III - ზეპირი გასაუბრება;
მუშაობის დაწყება მოხდება 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდით.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნონ CV ინგლისურ ან ქართულ ენაზე 2026 წლის 1 მაისამდე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gea.ge.
ორგანიზაციის ადმინისტრაცია დაუკავშირდება მხოლოდ პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს.
|
|
|
|