Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=712068&print=yes&view=jobs
 
ტექნიკური ინსპექცია
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური ინსპექცია
მომწოდებელი: საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა
გამოქვეყნდა: 02 აპრილი / ბოლო ვადა: 12 აპრილი
სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" (სსე) აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ინსპექტირების ჯგუფის წამყვანი ინჟინრისა და ინციდენტების მოკვლევის ჯგუფის აუდიტორის პოზიციებზე.

1. ტექნიკური ინსპექტირების ჯგუფის წამყვანი ინჟინერი

სამუშაოს მიზანი:

** სსე-ის ელ. მოწყობილობების, მათი რელეური დაცვისა და ავტომატიკის ფუნქციონირების ვადისა და იმედიანობის გაზრდა ელექტროენერგიის ხარისხის მონიტორინგის გზით.

მოთხოვნები კანდიდატისადმი:

** სსე-ში ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის წესების და ექსპლუატაციის წესების დაცვაზე კონტროლის განხორციელება;
** სსე-ს ობიექტების და ახალი მიერთებების კომისიური შემოწმება/ინსპექტირება, დაფიქსირებული შეუსაბამობის შესახებ დოკუმენტაციის მომზადება;
** მოქმედი და ახალი დანადაგარების ფუნქციონირების დროული შემოწმების, გაზომვების გრაფიკების დაცვის, საქარხნო ინსტრუქციებისა და რეკომენდაციების დაცვით;
** ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ელექტროენერგიის ხარისხის ამაღლების მიზნით წერილების, ტექნიკური რეკომენდაციების, ბრძანებების, განკარგულებების და ცირკულარების მომზადება;
** ხარვეზების და დარღვევების აღმოფხვრის მიზნით დასახული ღონისძიებების შესრულების ვადების კონტროლი;
** სსე-ს ობიექტებზე საჭირო ტექნიკური და ტექნოლოგიური დოკუმენტების, სქემების, ნახაზების მდგომარეობის შემოწმება;
** სსე-ს ხაზობრივი ნაგებობების შემოწმება, დაცვის ზონებში უნებართვო მშენებლობების, ნარგავების და სხვა შეუსაბამობების შესახებ დოკუმენტაციის მომზადება;
** ენერგეტიკული ობიექტების ინსპექტირების დაგეგმვა, სათანადო აქტი-მიწერილობების მომზადება და კონტროლი.

კვალიფიკაცია, გამოცდილება:

სავალდებულოა:

** უმაღლესი ენერგეტიკული განათლება;
** ელექტროდანადგარების მოწყობის, უსაფრთხოების ტექნიკის, ტექნიკური ექსპლუატაციის წესების, საქართველოში ენერგეტიკულ სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, ინსტრუქციების, ცოდნა.

სასურველია:

** მაფიქსირებელი მოწყობილობების ჩანაწერების ანალიზი და საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ელექტროენერგეტიკულ ობიექტებზე მუშაობის 5 წლის სტაჟი;

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
საკონკურსო პირობები: გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, 2026 წლის 12 აპრილის ჩათვლით გამოაგზავნოთ მხოლოდ ქართულ ენაზე შედგენილი რეზიუმე (CV) შესაბამისი ვაკანსიის დასახელების მითითებით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.gse@gse.com.ge ან მოგვაწოდოთ მისამართზე: ქ. თბილისი, ნ. ბარათაშვილის ქუჩა №2.

შეტყობინება:
სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" (შემდგომში - "სსე") პატივს სცემს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
სსე-ის მიერ გამოქვეყნებულ ვაკანსიაზე განაცხადის გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, რომ სსე-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (თქვენს წერილში და მის დანართში არსებული მონაცემები) გამოცხადებულ ვაკანსიასთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ასევე, თქვენი პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, სსე-მ შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე (ვაკანსია რომელიც მომავალში გამოცხადდება) განსახილველად. ასეთ შემთხვევაში თქვენს პერსონალურ მონაცემებს სსე შეინახავს მათი მიღებიდან არაუმეტეს 6 თვის ვადით, თუ კანონით სხვა ვადა არ იქნება დადგენილი.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ სსე-მ შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr.gse@gse.com.ge ან მოგვმართოთ წერილობითი ფორმით შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა №2.
სსე კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: (0 322) 51 08 63.

2.ინციდენტების მოკვლევის ჯგუფის აუდიტორი

სამუშაოს მიზანი:

** ელექტრულ ქსელში მომხდარი შეუსაბამობების და ტექნოლოგიური დარღვევების ქსელის და ბაზრის წესების მოთხოვნათა შესაბამისად მოკვლევის უზრუნველყოფა.

მოთხოვნები კანდიდატისადმი:

** ელექტროენერგეტიკულ ქსელში დაფიქსირებული შეუსაბამობების და მომხდარი გამორთვების შესახებ ყოველდღიური ინფორმაციის დამუშავება;
** ტექნოლოგიური დარღვევების მოკვლევისათვის შესაბამისი ინფორმაციების მოძიება/შეგროვება, როგორც სსე-ს შიდა სტრუქტურული ერთეულებიდან, ასევე გარე ორგანიზაციებიდან;
** ტექნოლოგიური დარღვევისათვის კლასიფიკაციის მინიჭება, მისი ანალიზი, აქტების შედგენა;
** ტექნოლოგიური დარღვევების თავიდან აცილების მიზნით პრევენციული ღონისძიებების დასახვა, პასუხისმგებელი პირების და ვადების შესახებ წინადადების მომზადება/შემუშავება;
** ტექნოლოგიური დარღვევისას ელექტროენერგიის საბალანსო ბაზრის ფარგლებში უბალანსობის გამომწვევი მიზეზების და სუბიექტის დადგენა, აქტის შედგენა;
** ტექნოლოგიური დარღვევების კომისიური განხილვისთვის მასალების მომზადება, ორგანიზება და შეხვედრის ოქმის შედგენა;
** ტექნოლოგიურ დარღვევებზე დასახული პრევენციული ღონისძიებების შესრულებაზე მუდმივი კონტროლი/მონიტორინგი;
** ტექნოლოგიური დარღვევების აღრიცხვა და სტატისტიკის წარმოება.

კვალიფიკაცია, გამოცდილება:

** უმაღლესი ენერგეტიკული განათლება;
** ენერგეტიკის დარგში მუშაობის 3 წლის გამოცდილება ტექნიკური განხრით;
** ენერგეტიკაში მოქმედი საკანონმდებლო ბაზის და მოქმედი რეგულაციების ცოდნა;
** სქემების, მაფიქსირებელი მოწყობილობების ჩანაწერების (ოსცილოგრამების, დიაგრამების, ცხრილური ფორმების და ა.შ.) წაკითხვის უნარი;
** კომპიუტერული პროგრამების Word, Excel, Power Point ცოდნა;
** წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის კარგი უნარი;
** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული).

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
საკონკურსო პირობები: გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, 2026 წლის 12 აპრილის ჩათვლით გამოაგზავნოთ მხოლოდ ქართულ ენაზე შედგენილი რეზიუმე (CV) შესაბამისი ვაკანსიის დასახელების მითითებით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.gse@gse.com.ge ან მოგვაწოდოთ მისამართზე: ქ. თბილისი, ნ. ბარათაშვილის ქუჩა №2.

შეტყობინება:
სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" (შემდგომში - "სსე") პატივს სცემს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
სსე-ის მიერ გამოქვეყნებულ ვაკანსიაზე განაცხადის გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, რომ სსე-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (თქვენს წერილში და მის დანართში არსებული მონაცემები) გამოცხადებულ ვაკანსიასთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ასევე, თქვენი პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, სსე-მ შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე (ვაკანსია რომელიც მომავალში გამოცხადდება) განსახილველად. ასეთ შემთხვევაში თქვენს პერსონალურ მონაცემებს სსე შეინახავს მათი მიღებიდან არაუმეტეს 6 თვის ვადით, თუ კანონით სხვა ვადა არ იქნება დადგენილი.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ სსე-მ შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr.gse@gse.com.ge ან მოგვმართოთ წერილობითი ფორმით შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა №2.
სსე კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: (0 322) 51 08 63.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია