Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=712066&print=yes&view=jobs
 
მარკეტინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: მიდეა კავკასია
გამოქვეყნდა: 02 აპრილი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
"Midea კავკასია" წარმოადგენს "Midea ჯგუფის" ოფიციალურ წარმომადგენლობას კავკასიის რეგიონში - საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. კომპანია ხელმისაწვდომს ქმნის გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის და შენობის საინჟინრო აღჭურვისთვის საჭირო ტექნოლოგიებს, მათ შორის, შენობის ციფრული მართვის სისტემებს, ლიფტებსა და ესკალატორებს.

"Midea კავკასიის" მთავარი ამოცანა მომხმარებლის ინოვაციური გადაწყვეტებით უზრუნველყოფა და თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნაა.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://mideacaucasus.com/ka

"Midea კავკასია" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

მისამართი: ქ. თბილისი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ქ. 4/გ
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 18:00
ანაზღაურება: 1800-2000₾ (Net)

კომპანიაში არსებული ბენეფიტები:

** საბონუსე სისტემა;
** პროფესიული ტრენინგები, სწავლის და განვითარების შესაძლებლობა;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
** სამოტივაციო აქტივობები;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორაციული ნომერი;
** ფიტპასი;

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** მარკეტინგული გეგმის შემუშავების პროცესში ჩართულობა; გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
** მარკეტინგული ბიუჯეტის განსაზღვრის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში ჩართულობა;
** სემინარების, ვორქშოპებისა და სხვა მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა;
** ღონისძიებების ლოჯისტიკური ორგანიზება: (სასტუმროები, ტრანსპორტი, ჯავშნები და სხვა საორგანიზციო საქმიანობა);
** რეგიონალურ ოფისებთან (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) კომუნიკაცია;
** შესრულებული და დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობების შესახებ რეპორტების მომზადება ყოველთვიურად;
** სარეკლამო კომპანიებთან ურთიერთობა, მარკეტინგული და სარეკლამო მასალების შეკვეთა, ბიუჯეტის დათვლა, ფასთა კვლევა;
** ბაზრის, კონკურენტების და ტენდენციების მონიტორინგი და ანალიზი;
** მარკეტინგული პროცესების ორგანიზებაში და ადმინისტრაციულ საკითხებში მხარდაჭერა;
** ხარჯების კონტროლი და ოპტიმიზაციის მხარდაჭერა;
** სხვა მარკეტინგულ პროექტებში აქტიური ჩართულობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების/მარკეტინგის მიმართულებით);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** მნიშვნელოვანია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** ციფრული და სოციალური მედია პლატფორმების მართვის გამოცდილება;
** სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებით;
** კრეატიული აზროვნება;
** ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, 2026 წლის 30 აპრილის ჩათვლით გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: a.bikashvili@midea.com.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და შეინახება, არაუმეტეს, 1 წლის ვადით. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია