|
დასახელება:
მაღაზიის ადმინისტრატორი
|
| მომწოდებელი:
Carrefour Georgia
|
|
გამოქვეყნდა: 02 აპრილი
/ ბოლო ვადა: 02 მაისი
|
"კარფური სითი" ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას თბილისში, მაღაზიის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი
ძირითადი ფუნქციები:
** სალაროების გახსნისა და დახურვის ადმინისტრირება
** სალარო ოპერაციების შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა
** მომხმარებლისთვის სალარო მომსახურების მაღალი სტანდარტებით შესრულების კონტროლი
** სალარო ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება
** მოლარეებისთვის სამუშაო გრაფიკის განსაზღვრა; სამუშაო გრაფიკის დაცვის უზრუნველყოფა
** ახალი თანამშრომლებისთვის სალარო ოპერაციების შესწავლის უზრუნველყოფა.
** საკასო საოპერაციო და ადმინისტრაციული საქმიანობის შესრულება.
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** სალარო საოპერაციო მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** სისწრაფე და დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** სექტორში ყველაზე მაღალი ანაზღაურება
** ბონუსი
** თქვენზე მორგებული გრაფიკი
** სწრაფი დაწინაურების შესაძლებლობა
** მისამართი: თბილისი, საბურთალო, მერაბ კოსტავას 73.
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: anastasiasvintradze@gmail.com
წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ადმინისტრატორი"/ დაგვიკავშირდით ნომერზე 595762323
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
|
|
|
|